მახასიათებლები
- სათაური: თიმსარიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხალხური
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 64
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2108
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
თიმსარიანი;
გადაფურცვლა
კარი I
ჰინდოთ ხემწიფის ამბავი
იყო ხელმწიფე ერთი ჰინდოეთისა სამეფოსა შინა, ნათესავად ჩინგთა ძველთა გვართა ხელმწიფეთა შვილი, და ერქვა სახელად თავყარჩხან. ესოდენ დიდი ხელმწიფე იყო, რომელ ყოველნი ძველად მოხსენებულნი დიდნი მეფენი ვერა რომელნი ესწორებოდნენ სიკეთითა და მოსამართლეობითა. სიმდიდრისა რიცხვი და საზომი არა იყო. სიბრძნისა და სიმართლისა სიუხვით და მოწყალებათ მიცემითა ყოველთა წარემატა. ყოველივე ზნენი კეთილნი, რომელი შვენის ხელმწიფეთა, თავსა შორის თვისსა შემოკრებულ აქვნდა. და ესცა ვთქვათ: სხვათა ხელმწიფეთა არცა თუ სიზმრად ოცნებოდესთ ეგოდენი სიკეთე მისი. მაგრამ შვილი არა ჰყავდა. და ჰყვა მას აქიმი და ბრძენი, სახელად სუმბატ, და, ვითა ჰფერობდა, ეგრედ ჰყვანდა მკურნალობისათვის სნეულებისა. ხოლო უშვილობისათვის ესოდენი ზრუნვა ჰქონდა, რომ ასეთი დიდი და ბედნიერი ხელმწიფე ცის კიდით კიდემდის ბრძანება-გასული” ჯოჯოხეთში მჯდომის კაცისაგან უფრო უსაწყლესი იყო. განსვენება ამა სოფლისა და სალხინო საქმე არა იამებოდა რა. გულში ფიქრიანად იყო და პირსაც დააჩნდა. დამჭლდა და გაყვითლდა, და მნახავთაცა შესაბრალისად შეიქნა. ესოდენ პირშეუდებელი და საშიში ხელმწიფე იყო, რომე ვერცა ვაზირმან, ვერცა თანაზრდილმან და ვერცა თვით იგი ბრძენმა აქიმმა სუმბატმან ვერა გაუბედეს რა მოხსენება. [თუ რა იყო მიზეზი მისი ეგრეთ ყოფნისა.ცოლნი ესხნეს ფრიად მრავალნი, დიდთა ხელმწიფეთა შვილები, ტურფანი და შვენიერნი, მაგრამ პირმიღმართ ვერავინ იკადრებდა კითხვასა, და ეგზომი კაადნიერება არავის აქვნდა. მათ შუა ერთი უებრო მნათობი ქალი იყო, ბრენი და სიტყვა-ტკბილი, ყოველითურთ უკლებელი, ფრთხილი და საყვარელი. და იგი ხედვიდა ხელმწიფესა მას ასეთსა მწუხარებასა შინა პყრობილად და ასეთისა ოხჭვნასა ქვეშე და ეგზობოდა ცეცხლითა ორკერძოდ: ერთგულებისა და სიყვარულისათვის. გარნა ესე ვითარისა შეკადრებისათვის უჩვეულ იყო: ეშინოდა და ვერა გზა გაეღო, თუმცა ეკითხა. დღესა ერთსა თავსა შორის თვისსა აღირჩია და თქვა: თუ მოწყალესა ამას ხე ლმწიფესა ჩემსა ესრეთი...