მახასიათებლები
- სათაური: თომა აქვინელის ტელეოლოგიური არგუმენტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: bakari
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1662
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
რა არის ტელეოლოგიური არგუმენტი?;
ტელეოლოგიური არგუმენტის ისტოიული მიმოხილვა;
თომა აქვინელის ტელეოლოგიური არგუმენტი;
გადაფურცვლა
რა არის ტელეოლოგიური არგუმენტი?
ფილოსოფოიის ისტორიაში მრავალი არგუმენტი იქნა შემუშავებული ღმერთის არებობის სასარგებლოდ. ადამიანები რომლებიც იცავენ ამ არგუმენტებს იდეალისტები ეწოდებათ, ხოლო მოწინაღმდეგეებს მატერიალისტები. ფილოსოფიის ისტორია ესაა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის ბრძოლის ველი. მატერიალიზმი აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ მატერია, რომელიც არის შეუქმნელი და მარადიული. მატერიას არ ჭირდება შემოქმედა, ან ღმერთი, რომელიც მას არსებობას უნარჩუნებს. მატერიას შეუძლია იარსებობს შემოქმედის გარეშე. ესეთია მატერიალიზმის მთავარი მესიჯი.
მეორე მხრივ, იდეალიზმი კი ცდილობს გვიჩვენოს, რომ არსებობს აბსოლუტური სული, ან იდეა, რომელსაც ფილოსოფოსთა უმრავლესობა ღმერთს უწოდეს. მატერიაილიზმისგან იდეალიზმის მთავარი განხვავება ისაა, რომ ეს უკანასკლელი ასაბუთებს, რომ არსებობს რაღაც არამატერიალური, სულიერი. ამ არამატერალურს, ან აბსოლუტურ იდეას, ზოგი ფილოსოფოსი მსოფლიო სულს უწოდებს, მაგალითად როგორც პლატონი, ზოგი კი აბსოლიტურ გონ როგორც მაგალითად ჰეგელი.
იდეალისტებმა თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, წამოაყენეს მრავალი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. იდეალიზმმს, როგორც მსოფლმხედველობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. იდეალიზმის ფესვები ჩვენ ანტიკურ ფილოსოფიაში პლატონთან და არისტოტელესთან უნდა ვეძებოთ. თეიზმის სასარგებლოდ შემუშავებული თითქმის ყველა არგუმენტი, რომლებიც შემდეგ სქოლასტიკოსებმა უფრო დახვეწეს და გააღრმავეს პლატონისა და არისტოტელს შექმნილია.
ჩვენ ამ პატარა სტატიაში გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იდიალიზმის მიერ შემუშავებულ არგუმენტზე, რომელსაც ტელეოლოგიური არგუმენტი ეწოდება. თავდაპირველად განმარტოთ თავად სიტყვა, რაც საშუალებას, მოგვცემს არგუმენტის არს უკეთ ჩავსწვდეთ. ტელოს ბერძნულად ნიშნავს მიზანს, ხოლო ლოგოს, მოძღვრებას. ანუ ტელეოლგია, ესაა მოძრვრება მიზნობრიობის შესახებ.
არსებობს ამ აგუმენტის მრავალია ვარიაცია, მაგრამ ისინი შეგვიძლია ორ ფორმულირებამდე დავიყვანოთ....