ილფისა და პეტროვის პირველი რომანი - "დიდი კომბინატორის", ოსტაპ ბენდერისა და თავადზნაურთა ყოფილი წინამძღოლის, კისა ვორობიანინოვის მიერ განძად გადამალული ბრილიანტების ძიების შესახებ მოგვითხრობს. შეუდარებელი იუმორით გადმოცემული ისტორია, იმავდროულად, ეპოქის გლობალურ სურათს გვთავაზობს. პირველად გამოქვეყნდა 1928 წელს.
ილფი და პეტროვი - რუსი მწერლები, თანაავტორები. ილია ილფი (იეჰიელ-ლეიბ ბენ აირე ფაინზილბერგი; 15.10.1897-13.04.1937); ევგენი პეტროვი (ევგენი კატაევი - 13.12.1902-02.07.1942) - ოდესის მკვიდრნი, ერთად შექმნეს რომანები "თორმეტი სკამი" და "ოქროს ვერძი".