მახასიათებლები
- სათაური: წერილები დედამიწიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარქ ტვენი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 42
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2654
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
შესავალი;
ეშმაკის წერილი;
წერილი II;
წერილი III;
წერილი IV;
წერილი V;
წერილი VI;
წერილი VII;
წერილი VIII;
წერილი IX;
წერილი X;
წერილი XI;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
შესავალი
ეშმაკის წერილი
წერილი II
წერილი III
წერილი IV
წერილი V
წერილი VI
წერილი VII
წერილი VIII
წერილი IX
წერილი X
წერილი XI
შენიშვნები
შესავალი
შემოქმედი ტახტზე დაბრძანებულიყო და ფიქრობდა. მის უკან ზეცის უსაზღვრო კაბადონი იშლებოდა, რომელიც შუქისა და ფერთა სიდიადეში ჩაძირულიყო; წინ სივრცის წყვდიადი მოჩანდა კედლად, რომელიც მთის მსგავსად აზიდულიყო ზენიტისკენ, მისი ღვთიური თავი კი შორეულ მზესავით ბრწყინავდა. შემოქმედის ფეხებთან სამი გიგანტური ფიგურა იდგა, რომელიც მის ფონზე მინიატურულად გამოიყურებოდა. ეს არქანგელოზები იყვნენ. ისინი თავებით მხოლოდ კოჭამდე წვდებოდნენ მას.
როდესაც შემოქმედმა განსჯა დაასრულა, თქვა:
მოვიფიქრე. უმზირეთ!
მან ხელი აღმართა და ცეცხლოვანი შადრევანი გამოიფრქვა, მილიონობით განსაცვიფრებელი მზე, რომელმაც წყვდიადი გააპო და სივრცეში გაიფანტა. თანდათან შემცირდა ზომაც და მათგან მომავალი შუქიც, საბოლოოდ კი ისინი ლურსმნის ალმასის მსგავს ქუდებს დაემსგავსნენ, რომლებსაც სამყაროს თვალუწვდენელი თაღის ქვეშ გაჰქონდათ ციალი.
ერთი საათის შემდეგ დიდი საბჭო დათხოვნილ იქნა.
შთაბეჭდილების ქვეშ და დაფიქრებულებმა დატოვეს არქანგელოზებმა ღმერთის სასუფეველი და განცალკევებული ადგილისკენ გაემართნენ, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საუბარს. სამიდან არც ერთს არ სურდა დაწყება, მაგრამ ყველა ელოდა, რომ სხვა გააკეთებდა ამას. თითოეული გამსჭვალულიყო მწველი სურვილით განეხილა დიადი მოვლენა, მაგრამ ამჯობინებდა არ გამოეთქვა აზრი, სანამ წინასწარ სხვათა შეხედულებას არ გაეცნობოდა. ამგვარად, კარგა ხანს უმიზნო და უშინაარსო საუბარი მიმდინარეობდა წვრილმანების შესახებ, რომელიც ხან წყდებოდა და ხან ისევ აღდგებოდა, ერთი სიტყვით, უმისამართოდ მიედინებოდა, სანამ არქანგელოზმა ეშმაკმა არ უხმო მთელ მის გამბედაობას - ეს კი მას საკმარისად გააჩნდა - და საქმეს მიჰყო ხელი:
ბატონებო, ჩვენ ვიცით, რისთვის შევიკრიბეთ. მაშ, მოდით...
მარქ ტვენი
მარქ ტვენი, დაბ. სემუელ ლანგჰორნ კლემენსი (30.11.1835-21.04.1910) - ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და საზოგადო მოღვაწე. მიჩნეულია "თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მამად".