მოწმეები
შეყვარებულთა თვითმკვლელობა
კასიისა და დასავლეთ კასიის სადგურები
ტოკიოდან ჩამოსულები
პირველი კითხვები
ვერსია ოთხ წუთზე
შემთხვევითობისა და წინასწარგანზრახულობის საკითხი
ხოკაიდო და კიუსიუ
ციფრული პეიზაჟი
მოწმეები ხოკაიდოდან
ურღვევი კედელი
ძიუტარო ტორიგაის წერილი
კიიტი მიხარას წერილი
განმარტებები
სეიჩო მაცუმოტო - წერტილები და ხაზები
松本 清張 - 点と線
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის კლარა ჯაბუას
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოწმეები
შეყვარებულთა თვითმკვლელობა
კასიისა და დასავლეთ კასიის სადგურები
ტოკიოდან ჩამოსულები
პირველი კითხვები
ვერსია ოთხ წუთზე
შემთხვევითობისა და წინასწარგანზრახულობის საკითხი
ხოკაიდო და კიუსიუ
ციფრული პეიზაჟი
მოწმეები ხოკაიდოდან
ურღვევი კედელი
ძიუტარო ტორიგაის წერილი
კიიტი მიხარას წერილი
განმარტებები
მოწმეები
1
საღამოს, 13 იანვარს, ტაცუო იასუდამ რესტორან „კოიუკიში“ თავისი ნაცნობი მიიპატიჟა. ამ კაცს მაგიდის უფროსის თანამდებობა ეჭირა ერთ-ერთ სამინისტროში.
ტაცუო იასუდა სათავეში ედგა ფირმა „იასუდა სეკაის“, რომელიც საფაბრიკო მოწყობილობას აწარმოებდა. ბოლო წლებში ფირმა გაძლიერდა. ამბობდნენ, თავის აყვავებას იგი დიდ სახელმწიფოებრივ შეკვეთებს უნდა უმადლოდესო. ამიტომაც მეგობრობდა იასუდა ჩინოვნიკებთან.
ის „კოიუკის“ ხშირი სტუმარი გახლდათ. ამ რესტორანს პირველი კლასისას ვერ ვუწოდებთ, სამაგიეროდ, აქ სიმყუდროვეა და სტუმრები თავისუფლად გრძნობენ თავს. რაც მთავარია, მშვენიერი ოფიციანტი ქალები ჰყავთ, თითქოს საგანგებოდ შერჩეულები.
იასუდას კარგ კლიენტად თვლიდნენ. მას ფული არ ენანებოდა. მეგობრებს რომ პატიჟებდა,...