„ცეზარ ბიროტო“ ბალზაკის რეალისტური შედევრია, რომელიც პარიზელი პარფიუმერის, გულუბრყვილო და პატიოსანი ცეზარ ბიროტოს აღზევებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს საბანკო კაპიტალისტთა თაღლითობისა ფონზე, რომელთა სქემებისა და გაკოტრების მექანიზმის დაწვრილებითი აღწერა დამატებით ხიბლს სძენს ნაწარმოებს. გამოქვეყნებულია 1837 წელს.
ონორე დე ბალზაკი (20.05.1799-18.08.1850) - ფრანგი მწერალი და დრამატურგი; ითვლება რეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ევროპულ ლიტერატურაში.