მახასიათებლები
- სათაური: ცილინდრი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ედუარდო დე ფილიპო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2723
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
გადაფურცვლა
ედუარდო დე ფილიპო - ცილინდრი
Eduardo De Filippo – Il Cilindro
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ტარიელ ჭანტურიას
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედი პირნი
რიტა
როდოლფო
აგოსტინო მუსკარიელო
ბეტინა
ანტონიო
ატილიო
მიქელე
რობერტო
არტურო
ჩიხში მცხოვრები მამაკაცები და ქალები
აგოსტინო მუსკარიელოს ბინა - ორი ოთახი და სამზარეულო.
საცხოვრებლის მიწური ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულისთვის ტიპიური სადგომია. ამგვარი სადგომები საკუჭნაოს, სარდაფის ან, უკეთეს შემთხვევაში, მეკარის „აპარტამენტის“ მოვალეობას ასრულებდნენ.
ოთახის სიღრმეში, მარცხნივ, იწყება ათ ხარისხიანი კიბე. იგი ადის მარჯვენა კედელთან, რომელშიც დატანებულ პატარა კარს გავყავართ მეორე ოთახში. ეს ოთახი, ჩიხის დაქანების გამო, პირველ ოთახზე მაღლა მდებარეობს.
კიბე მთავრდება ბაქნით. ზემოთ ნახსენები კიბის წინ, ბაქნის ცენტრში ვხედავთ დაბალი აივნის ორსაგდულიან კარს, ხოლო კარს იქით, როცა იგი იღება, - დუქნებს, სადარბაზოებს, ფანჯრებიან ჟამგადასულ სახლებს, რომლებიც, ჩიხის საფეხურებთან ერთად, მიცოცავენ მთაზე, კრისტალინის ქუჩისკენ.
კიბისქვეშა ნიში სიღრმით ორნახევარი მეტრია, სიგანით - სამი მეტრი. დონ აგოსტინო მუსკარიელოს საკუთარი ხელით რომ არ გაეკრა იაფი შპალერი, ოთახის ეს ნაწილი ბეთლემის გამოქვაბულზე პირქუში შესახედაობის იქნებოდა. ახლა კი,...
ედუარდო დე ფილიპო
ედუარდო დე ფილიპო (24.05.1900-31.10.1984) - იტალიელი დრამატურგი, სცენარისტი, პოეტი, რეჟისორი და მსახიობი. იყო ნობელის პრემიის კანდიდატი ლიტერატურის დარგში.