ჯეკ ლონდონის მცირე ზომის სათავაგდასავლო რომანი, რომლის მთავარ პერსონაჟს ანთროპომორფიზებული ძაღლი - ბეკი - წარმოადგენს, არსებობისთვის მის ბრძოლასა და ცივილიზებულობიდან პრიმიტიულობისკენ დაბრუნებას გვიჩვენებს, ძაღლის ადგილას კი შესაძლოა ადამიანი ვიგულისხმოთ, ისიც ველურდება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში უნდა ყოფილიყო. „წინაპართა ძახილი“ 1903 წელს გამოქვეყნდა.
ჯეკ ლონდონი (დაიბ. ჯონ გრიფიტ ჩეინი; 12.01.1876-22.11.1916) - ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. უმეტესად ცნობილია, როგორც სათავგადასავლო რომანების ავტორი. წარმოადგენს კომერციული მხატვრული ლიტერატურის პიონერს.