რომანი აგებულია ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით! მოვლენები ერთ პატარა სოფელში ვითარდება. ოჯახი საცხოვრებლად დაწყევლილ ადგილას გადადის... ამის შემდეგ, რაც მათ ცხოვრებაში და საერთოდ ამ სოფელში ხდება, წესით არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო რეალობასთან. სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და თითქოს ყველა შეეჩვია, აღარავის უკვირს და აღარც გაურბიან. ისინი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც სიცოცხლეშივე დაიხოცნენ, რომლებსაც აღარაფერი დარჩენიათ ამ ქვეყნად, გარდა გლოვისა და საფლავებზე სიარულისა... რომანში ასევე შეხვდებით სიყვარულის ისტორიას, რომელიც ცდილობს წლებს გაუძლოს, უზარმაზარი კლდის პირას აღმოჩნდება და ერთი ნაბიჯიც საკმარისია მის გასანადგურებლად მოკლედ ეს რომანი არის ყველაფერზე! წიგნი სიცოცხლესა და სიკვდილზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე, რეალურ და არარეალურ სამყაროზე და უბრალოდ სიტყვის ძალაზე.
მარიამ ჭიპაშვილი დაიბადა 1998 წლის 18 აპრილს, ქალაქ თბილისში, დაამთავრა ქ.თბილისის 94-ე საჯარო სკოლა. ახლა არის 21 წლის და სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. "ცის ორმო" მისი სადებიუტო რომანია, რომელიც 2018 წელს გამოიცა. ახლო მომავალში აპირებს მოთხრობათა კრებულის გამოცემას.