მახასიათებლები
- სათაური: ცხოველთა ფერმა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯორჯ ორუელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 73
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4688
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
1
სათავადო ფერმის მეპატრონემ, ბატონმა ჯონსმა, საქათმეები კი დაკეტა, მაგრამ გვარიანად ნასვამი იყო და საძრომების ჩარაზვა დაავიწყდა. იგი ბარბაცით მიუყვებოდა ეზოს და ამიტომ მისი ფარნიდან მომავალი შუქის რკალი სხვადასხვა მხარეს თამაშობდა. მიყარა რა უკანა კართან ჩექმები, სამზრეულოში კასრიდან უკანასკნელი კათხა ლუდი ჩამოისხა და ზემოთ, საწოლისკენ გაემართა, სადაც ქალბატონი ჯონსი უკვე ხვრინავდა.
საძინებელ ოთახში შუქი ჩაქრა თუ არა, ფერმის შენობებში მოძრაობა და ფრთების შრიალი გაჩაღდა. დღის განმავლობისას ხმა დაირხა, ბებერ მაიორს, ჯილდოს მფლობელ საშუალო თეთრი ჯიშის ღორს, წინა ღამით უცნაური სიზმარი უნახავს და სხვა ცხოველებისთვის მისი გაზიარება სურსო. შეთანხმების მიხედვით შეკრებას დიდ სარდაფში მას შემდეგ გამართავდნენ, რაც ბატონი ჯონსისგან საფრთხე აღარ იქნებოდა მოსალოდნელი. ბებერ მაიორს (ჩვეულებრივ ასე უწოდებდნენ, თუმცა მისი საექსპონატო სახელი ვილინგდონის მშვენება გახლდათ) იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ ყველა თანახმა იყო ერთი საათი ძილი გაეღო მის მოსასმენად.
დიდი სარდაფის ერთ ბოლოს ტრიბუნის მსგავსი შემაღლებული ადგილი იყო, სადაც თივისგან გაკეთებულ საწოლზე უკვე დაბრძანებულიყო მაიორი. ზემოდან ფარანი დანათოდა. იგი თორმეტი წლის გახლდათ, მსუქანი იყო, მაგრამ კვლავაც მედიდურად გამოიყურებოდა. დიდსულოვანი და ბრძნული იერი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეშვები არასოდეს წაუჭრიათ. თანდათან სხვა ცხოველებმაც იწყეს მოსვლა და მოკალათება თითოეულის მოხერხებულობის მიხედვით. პირველად სამი ძაღლი მოცუნცულდა: ზანზალაკი, ჯერი და ფხაჭნია, შემდეგ კი ღორები მოვიდნენ. ისინი უშუალოდ ტრიბუნის წინ, თივაზე განთავსდნენ. ქათმები ფანჯრების რაფებზე შემოსხდნენ, მტრედები ნივნივზე, ცხვრები და ძროხები ღორების უკან დაწვნენ და ცოხნას შეუდგნენ. ორი საფორანე ცხენი, მოკრივე და ქლოვერი, ერთად შემოვიდა ნელი სვლით. ისინი დიდი სიფრთხილით დგამდნენ ვეებერთელა, ჯაგრიან ჩლიქებს, რათა თივაში ჩამალული რომელიმე პატარა არსებისთვის არ დაებიჯებინათ. ქლოვერი შუა ხნის...
ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი (25.06.1903-21.01.1950) - ნამდვილი სახელი: ერიკ ართურ ბლერი. ინგლისელი რომანისტი, ესეისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი. ითვლება XX საუკუნის ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად, რომლის შემოქმედება სოციალური უსამართლობისა და ტოტალიტარიზმისადმი წინააღმდეგობის ნიშნებით არის გამსჭვალული.