მახასიათებლები
- სათაური: ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯუანშერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2235
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღმრთის-მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტეს სახელ-განთქმული გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა
ვითარ-იგი შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, და წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. და დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და განრყუნეს ეკლესიანი, და დამალეს ჯუარები ქართველთა. და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.
ხოლო ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისი უცალო იქმნა სპარსთა მეფე, რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით.
მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასუეს მეფედ მცხეთას ძე თრდატისი, ძმის-წული მირდატისი, მეფისა წარტყუენულისა, სახელით არჩილ.
რჩილ, ძე მირდატ მეფისა. ხოსროიანი
ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა; გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ერის-თავი სპარსთა მეფისა რომელი ერისთაობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე, მისი-ვე გასაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა რანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა, და მომართა არჩილს. ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, მიეგება საზღვართა ზედა ქართლისათა და რანისათა, ეწყო მუნ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა; შევიდა რანს, მოტყუენა და მოვიდა შინა გამარჯუებული. განავლინა ქადაგი ყოველსა შინა ქართლსა და რქუა ყოველთა: „არა ძალითა ჩუენითა, არ-ცა სიმჴნითა, არ-ცა სიბრძნითა, არ-ცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგუცა წინა-მძღურად და საჭურველად ჯუარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა,...