მახასიათებლები
- სათაური: ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ართურ შოპენჰაუერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3167
- რეიტინგი: 4.8
გადაფურცვლა
ართურ შოპენჰაუერი - ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ
Arthur Schopoenhauer - Von der Nichtigkeit und dem Leiden des Lebens
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ
არაცნობიერის წყვდიადიდან სიცოცხლისკენ გამოფხიზლებული ნება საკუთარ თავს ინდივიდუმად ჭვრეტს უსასრულო და უსაზღვრო სამყაროში, ურიცხვ ინდივიდუმთა შორის, რომელთაგან ყველა საითმე მიილტვის, იტანჯება და დახეტიალობს; და, თითქოს მტანჯველი სიზმრით შეშფოთებული, კვლავ წინარე არაცნობიერისკენ მიისწრაფის. მაგრამ სანამ მას არ დაუბრუნდება, მისი სურვილები უსაზღვროა, მისი პრეტენზიები - დაუშრეტელი, ხოლო ყოველი დაკმაყოფილებული სურვილი ახალს ბადებს. შეუძლებელია სამყაროში იმგვარი დაკმაყოფილება, რომელიც მის მიზანსწრაფვას დააოკებდა, დააცხრობდა მის ვნებას და მისი სულის უფსკრულს ამოავსებდა. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რაში მდგომარეობს ადამიანისთვის ყოველგვარი დაკმაყოფილება: უმეტესწილად ეს სხვა არაფერია, თუ არა მწირი შენარჩუნება თავად სიცოცხლისა, რაც დაუღალავი შრომითა და მუდმივი ზრუნვით უნდა მოიპოვო გასაჭირთან ბრძოლაში, პერსპექტივაში კი სიკვდილი მოჩანს. ამქვეყნად ყველაფერი გვკარნახობს, რომ ადამიანმა მიწიერ ბედნიერებაში რაღაც მაცდუნებელი, უბრალო ილუზია უნდა შეიცნოს. ამის წანამძღვრები ღრმად დევს საგანთა არსში. ამიტომაცაა ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ხანმოკლე და მწუხარე. შედარებით ბედნიერი...
ართურ შოპენჰაუერი
ართურ შოპენჰაუერი (22.02.1788-21.09.1860) - გერმანელი, ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი და ფსიქოლოგი. უდიდესი გავლენა იქონია შემდგომი დროის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარებაზე.