მახასიათებლები
- სათაური: წმინდა მანუელ სათნო, წამებული
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1827
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
წმინდა მანუელ სათნო, წამებული;
რეკომენდებული წიგნები.
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
წმინდა მანეულ სათნო, წამებული
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
მიგელ დე უნამუნო - წმინდა მანეულ სათნო, წამებული
წმინდა მანეულ სათნო, წამებული
„თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ“.
(პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ, პირველი, XV, 19).
ხმა დაირხა, ჩვენი დონ მანუელის, ჩვენი წმინდა მანუელის, აქაური მრევლის მღვდლის, აწ განსვენებულის კანონიზაციისთვის თავგამოდებით იღვწის რენადის ეპისკოპოსიო, - რომლის ეპარქიაში შედის ჩვენი სოფელი, ჩემი სათაყვანო ვალვერდე დე ლუსერნა, - და მეც გადავწყვიტე, თუკი რამ ვიცოდი და მახსოვდა ამ პატრიარქალური ყაიდის ადამიანის შესახებ, ყველაფერი გამეხსენებინა და მეამბნა აღსარებასავით, მაგრამ რა მიზნით, ღმერთმა უწყის, თავად არ ვიცი, - რამეთუ ამ ადამიანმა აღავსო იდუმალი ცხოვრება ჩემი სულისა, იგი იყო ჩემი სულიერი მამა, მამა სულისა, ჩემში რომ სუფევს, ანხელა კარბალინოს გვამში რომ დგას.
ჩემი ნამდვილი, ხორციელი მამა თითქმის აღარ მახსოვს, რადგან დიდხანს არ უცოცხლია, სულ პაწაწინა ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა. ის კი ვიცი, სხვა მხრიდან ჩამოსულა და დედაჩემზე რომ უქორწინია, ვალვერდე დე ლუსერნაში დამკვიდრებულა; ორიოდე წიგნის მეტი თან არაფერი ჩამოჰყოლია - „დონ კიხოტე“, კლასიკური თეატრის პიესები, რაღაც-რაღაც რომანები, ისტორიული თხზულებები, „ბერტოლდოს“ დაფლეთილი ტომი, სოფელში სხვა საკითხავი არც მოიძევებოდა. ბავშვობისას დიდი გატაცებით...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.