მახასიათებლები
- სათაური: თურქული გამბიტი
- ISBN კოდი: 99940-42-07-6
- ავტორი: ბორის აკუნინი
- გამომცემელი: მიხეილ მოსულიშვილი
- გამოცემის თარიღი: 2006
- ენა: ქართული
- გვერდები: 202
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2493
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
ეპილოგი
პირველი თავი,
რომელშიც მოწინავე ქალი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„რევიუ პარიზიენ“ (პარიზი),
14(2) ივლისი, 1877 წ.
ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც უკვე მეორე კვირა ხდება, დუნაის რუსულ არმიასთან იმყოფება, გვაცნობებს, რომ გუშინდელი 1-ლი ივლისის (13 ივლისის ევროპული სტილით) ბრძანებით, იმპერატორი ალექსანდრე მადლობას უცხადებს თავის გამარჯვებულ არმიას, დუნაის წარმატებული ფორსირება რომ განახორციელა და ოსმალეთის სახელმწიფოს საზღვრებში შეიჭრა. უმაღლეს ბრძანებაში ნათქვამია, რომ მტერი საბოლოოდ დამარცხებულია და არა უგვიანეს ორი კვირის შემდგომ კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარზე მართლმადიდებლური ჯვარი დაიდგმება. შეტევაზე გადასულ ჯარს თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, თუკი იმ კოღოების ნაკბენებს არ მივიღებთ მხედველობაში, რომლებსაც რუსულ კომუნიკაციებს აყენებენ „ბაშიბუზუკების“ („ცოფიან¬თა¬ვიანების“) ჯომარდი ჯგუფები, - ნახევრად ყაჩაღები, ნახევრად პარტიზანები, რომლებიც ცნობილი არიან ველური ზნეობითა და სისხლის მწყურვალებით“.
„ქალი არის სუსტი და მერყევი ქმნილება“, თქვა ნეტარმა ავგუსტინემ. მართალია ეს ბნელეთის მოციქული და ქალთმოძულე, ათასგზის მართალი. ყოველ შემთხვევაში, ერთ არსებასთან მაინც, სახელად ვარვარა სუვოროვა რომ ჰქვია.
დაიწყო როგორც მხიარული თავგადასავალი და აი, რით გათავდა. ასე მოუხდება ამ ჩურჩუტს. დედა ამბობდა ხოლმე, რომ ამ ჩემს ვარიას ან მგელი შესჭამს ან მგლისფერი ტურაო და აჰა. მამამ კი, ზღვა სიბრძნისა და ანგელოზურის მოთმინების კაცმა, ერთ-ერთი მორიგი მღელვარე ახსნა-განმარტებისას, თავისი ქალიშვილის ცხოვრების გზა სამ ხანად დაჰყო: ეშმაკუნა ქვედაკაბაში; ღვთის სასჯელი;...
ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი) (დ. 20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) - მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.