მახასიათებლები
- სათაური: თვითმკვლელობისა და სულის უკვდავებისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: დევიდ ჰიუმი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 920
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დევიდ ჰიუმი - თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ
David Hume - On Suicide and On Immortality of Soul
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის
© დიმიტრი უჩანეიშვილი
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
თვითმკვლელობისათვის
სულის უკვდავებისათვის
თვითმკვლელობისათვის
ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც ფილოსოფიიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს დამოუკიდებელ ანტიდოტში, რომელსაც ის ცრურწმენასა და ყალბ რელიგიებს სთავაზობს. ყველა სხვა სამკურნალო საშუალება ამ დამღუპველი ჭირის წინააღდეგ ფუჭი ან, სულ ცოტა, უიმედოა. უბრალო საღი აზრი და მიწიერი ჩვევები, რომლებიც, ცალკე აღებულნი, ადამიანურ მიზანთა უმეტესობას ემსახურებიან, აქ არაეფექტურია: ისტორია, ისევე, როგორც ყოველდღიური გამოცდილება, გვთავაზობს მაგალითებს ადამიანებისა, რომლებიც ბიზნესისა და საქმიანობის უზადო უნარებით არიან აღჭურვილნი და რომლებიც მთელ ცხოვრებას უდიდეს ცრურწმენათა მონობაში ატარებენ. თვით მხიარული და საამო ხასიათი, რაც ყველა სხვა ჭრილობას მალამოდ ედება, ასეთი ძლიერი შხამის წინააღმდეგ უძლურია. როგორც ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში შეგვიძლია შევნიშნოთ, რომლებიც, მართალია, ფლობენ ბუნების ამ მდიდარ ძღვენს, თუმცა გრძნობენ, რომ მათი სიხარულის დიდი ნაწილი მსგავსი აბეზარი შემოჭრით არის შერყვნილი. მაგრამ როგორც კი სანდო ფილოსოფია დაეუფლება ერთხელ გონებას, ცრურწმენა პრაქტიკულად გამორიცხულია;...