თომა აქვინელის ფილოსოფიის ზოგადი შეფასება;
რა იგულისხმება მოძრაობაში აქვინელის ფილოსოფიის მიხევდით?
არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი?
უძრავიმამოძრავებლის არგუმენტი აქვინელთან;
თომა აქვინელის ფილოსოფიის ზოგადი შეფასება
თომა აქვინელი არის მაღალი შუა საუკუნეების ერთ–ერთი საუკეთესო ფილოსოფოსი, რომელმაც არისტოტელეზე დაყრდნობით ქრისტიანული თეოლოგიის დეტალიზირებული გადმოცემა განიზრახა და მრავალი შრომის წყალობით მოახერხა კიდეც. სანამ მისი ფილოსოფიის ზოგად გადმოცემაზე გადავალ, მანამდე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება. ქართველი მკითხველი, სამწუხაროდ ცუდად იცნობს აქვინელის ფილოსოფიას და ამას აქვს მრავალი მიზეზი. პირველ რიგში, მისი შრომებიდან არცერთი არ არის ნათარგმნი ქართულად. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სტუდენტი, რომელიც სწავლობს შუა საუკუნეების ფილოსოფიას, პრობლემა უდგას თუ, სად ნახოს მან აქვინელის ფილოსოფია ქართულად. აქვინელზე დაწერილია მხოლოდ ერთი წიგნი სახელწოდებით „თომა აქვინელის ფილოსოფია“. მისი ავტორია პროფესორი ნოდარ ნათაძე. ეს წიგნი შედგება 130 გვერდისგან და მასში შეუძლებელია იყოს ამომწურავი ინფორმაცია. მიუხედავა ამისა, დიდი მადლობა პროფესორ ნათაძეს. ასეთი ინფორმაციული სიმწირის გამო, ვთვლი, რომ საჭიროა დაიწეროს მრავალი სტატია და წიგნი აქვინელზე, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ასევე აქვინელზე დაწერილი წიგნები დაეხმარებათ სტუდენტებს, რომელთაც სურთ შუა საუკუნეების ფილოსოფოსების შესწავლა.
მეორე მხრივ, თვით პროფესიონალი ფილოსოფოსებიც აკრიტიკებენ აქვინელს და თვლიან, რომ ის არც იყო ფილოსოფოსი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. ამიტომ, რა საჭიროა დაიწეროს წიგნები აქვინელზე, როდესაც ის არ იყო ფილოსოფოსი. ამ აზრს, არა ასე რადიკალურად, მაგრამ მაინც იზიარებს ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ბერტრან რასელი (1872–1970). ის თავის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში“ აქვინელზე დაახლოებით 11 გვერდ წერს და მას შემდეგნაირად აფასებს. მისი აზრით აქვინელის ფილოსოფია უფრო ძალმოსილია, ვიდრე კანტისა და ჰეგელი მოძღვრება[1]. ეს დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მაღალი შეფასება, რადგან კანტი და ჰეგელი მსოფლიო დონის ფილოსოფოსები არიან. ამ შექების შემდეგ, რასელი გადადის აქვინელის კრიტიკაზე და საკმაოდ საინტერესო არგუმენტებს...