მახასიათებლები
- სათაური: უფლისწული და მათხოვარი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარქ ტვენი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 126
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2506
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
კეთილშობილ ბავშვებს, სუზი და კლარა კლემენსებს გულითადი სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს მამა
წინასიტყვაობა
ამ ამბავს მე ისე მოგიყვებით, როგორც ერთი კაცისგან მაქვს გაგონილი, ვისაც მამამისისგან აქვს გაგებული, რომელმაც საკუთარი მამისგან გაიგო, მან საკუთარისგან და ასე შემდეგ. სამას ან მეტ წელიწადს გადასცემდნენ მამები ამ ამბავს შვილებს და ასე იქნა იგი შემონახული შთამომავლობისთვის. შესაძლოა ეს ისტორიული ფაქტია, შესაძლოა ლეგენდა ან თქმულება. ალბათ ეს ყველაფერი მოხდა ან არაფერიც არ მომხდარა, მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაძლოა ძველ დროს ბრძენებსა და სწავლულებს სწამდათ მისი, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ მხოლოდ უსწავლელებს მოსწონდათ და სჯეროდათ.
თავი პირველი
უფლისწულისა და მათხოვრის დაბადება
ეს მოხდა მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში, ძველისძველ ქალაქ ლონდონში. შემოდგომის ერთ დღეს კენტების ღარიბ ოჯახს შეეძინა ვაჟი, მაგრამ ოჯახს სრულებითაც არ გახარებია.
იმავე დღეს დაიბადა მეორე ინგლისელი ბავში. იგი ტიუდორების მდიდარ ოჯახს შეეძინა და მათთვის სანატრელი იყო. ამ ბავშვს ნატრობდა მთელი ინგლისიც, იმდენ ხანს ნატრობდა, იმდენს ელოდა და ევედრებოდა ღმერთს მის გაჩენას, რომ ახლა, როდესაც იგი ნამდვილად გაჩნდა, ხალხი სიხარულით კინაღამ გაგიჟდა. უბრალო ნაცნობებიც კი ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ყვიროდნენ. ყველა ზეიმობდა - წარჩინებულიც და მდაბიოც, მდიდარიც და ღარიბიც; ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ყველა ილხენდა.
ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე დღესა და ღამეს. დღისით ლონდონი სანახავად ღირდა! აივნებსა და სახურავებზე დროშები ფრაილებდა, ქუჩები ბრწყინვალე პროცესიებით იყო სავსე. ღამითაც მშვენიერი სანახავი იყო ლონდონი: ყველა გზაჯვარედინზე დიდი კოცონები გაეჩაღებინათ და მოქეიფეების მხიარული ჟრიამული არემარეს სიამეს ჰფენდა.
მთელს ინგლისში სხვა არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო, გარდა უელსის უფლისწულის დაბადებისა. ჩვენი ედუარდ ტიუდორი აბრეშუმსა და ატლასში გახვეული იწვა წყნარად...
მარქ ტვენი
მარქ ტვენი, დაბ. სემუელ ლანგჰორნ კლემენსი (30.11.1835-21.04.1910) - ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და საზოგადო მოღვაწე. მიჩნეულია "თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მამად".