მახასიათებლები
- სათაური: უფრო ძლიერი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავგუსტ სტრინდბერგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1263
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ავგუსტ სტრინდბერგი - უფრო ძლიერი
August Strindberg - Den starkare
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილი
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედი პირები:
მადამ X, მსახიობი, დაქორწინებული
მადმუაზელ Y, მსახიობი, დაუქორწინებელი
მიმტანი
სცენა:
მანდილოსანთა კაფეს კუთხე. რკინის ორი მცირე მაგიდა, წითელი მაუდის დივანი, რამდენიმე სკამი. შემოდის მადამ X, ზამთრის სამოსში, მკლავზე იაპონური კალათი ჰკიდია. მადმუაზელ Y ზის, წინ ლუდის ცარიელი ბოთლი უდგას, ილუსტრირებულ ჟურნალს კითხულობს, რომელსაც მცირე ხანში ახლით ცვლის.
მადამ X. დღე მშვიდობისა, ამელი. შობის წინა ღამეს დამჯდარხარ აქ მარტო, ღატაკ ბერბიჭასავით!
მადმუაზელ Y. (აიხედავს, თავს დაუქნევს და კითხვას განაგრძობს)
მადამ X. იცი, რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა შენი ნახვა ასე, მარტოსი, კაფეში, და თანაც შობის წინა დღეს?! დაახლოებით იგივეს განვიცდი, რაც ერთხელ ქორწილის ხილვისას განვიცადე პარიზის რესტორანში. პატარძალი იუმორისტულ ჟურნალს კითხულობდა, სიძე კი ბილიარდს აგორებდა მეჯვარეებთან ერთად. უჰ, ვიფიქრე მე, ასეთ დასაწყისს რა უნდა მოყვეს ან დასასრული რა იქნება? ის ბილიარდს თამაშობდა ქორწილის დღეს, ეს კი იუმორისტულ ჟურნალს კითხულობდა! მთლად იგივე არ არის მაგრამ...
(შემოდის მიმტანი, ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანს დგამს მადამ X-ის წინ და გადის)
მადამ X. იცი რა, ამელი?! დარწმუნებული ვარ, უკეთესი...
ავგუსტ სტრინდბერგი
ავგუსტ სტრინდბერგი (22.01.1849-14.05.1912) - შვედი მწერალი, პოეტი, ესსეისტი, დრამატურგი და მხატვარი. შექმნილი აქვს 60-ზე მეტი პიესა და 30-ზე მეტი მხატვრული ნაწარმოები. მიიჩნევა თანამედროვე შვედური ლიტერატურის "მამად".