მახასიათებლები
- სათაური: უკანასკნელი დღეების პატრიარქი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი
- გამომცემელი: მიხაილ ედიშერაშვილი
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 428
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
- პროლოგი
- პირველი თავი. ხეიბრის ვალი
- მეორე თავი. ცისკრის ვარსკვლავი
- მესამე თავი. ქაშაყი და ლოქო
- მეოთხე თავი. დასასრული
- მეხუთე თავი. დასაწყისი
- მეექვსე თავი. ხბოს თვალები
- მეშვიდე თავი. უკანასკნელი დღეების პატრიარქი
გადაფურცვლა
მიხაილ ედიშერაშვილი
უკანასკნელი დღეების პატრიარქი
2026
ვარშავა
სარჩევი
პროლოგი
პირველი თავი. ხეიბრის ვალი
მეორე თავი. ცისკრის ვარსკვლავი
მესამე თავი. ქაშაყი და ლოქო
მეოთხე თავი. დასასრული
მეხუთე თავი. დასაწყისი
მეექვსე თავი. ხბოს თვალები
მეშვიდე თავი. უკანასკნელი დღეების პატრიარქი
პროლოგი
,,ო, კონსტანტინე! რაოდენი დაჰბადა
ცოდვა არათუ შენმა მონათვლამან,
არამედ ძღვენმა, რომელიც პირველ
მდიდარ პაპსა შენ უთავაზე“
- დანტე ალიგიერი,
,,ღვთაებრივი კომედია“(,,ჯოჯოხეთი“, ქება 19, 115.)
პირველი თავი. ხეიბრის ვალი
კვირა დილით მამა იოანემ წირვამდე ერთი საათით ადრე გაიღვიძა. ძირითადად, ყველაფერი გათვლილი და გაანგარიშებული ჰქონდა ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც, ასე ჰქონოდა, ამიტომაც ამ ერთ საათში, რახან ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობდა, უნდა მოესწრო საწოლში საკმარისი კოტრიალიც, გამოფხიზლებაც, ფინჯანი ყავაც და ლუკმა საუზმეც. მამა იოანესა და მის ცოლ-შვილს ცალ-ცალკე, სხვადასხვა საძინებლებში მოეკალათებინათ - მამაოს ინიციატივისა და მინიმალისტური ახსნა-განმარტების შედეგად, ისინი ერთად, ერთ ოთახში არ წოლილან; მის მეუღლეს სამ პატარა შვილთან ერთად ეძინა, დანარჩენი ოთხი ნაშიერი კი კიდევ ერთ, სხვა ოთახში იყო განაწილებული. იოანეს გაუმართლა, რომ შარშან წინ, თავისი ბოლო ვაჟის ნათლობაზე, კერძო სახლი აჩუქეს, თორემ ის ენერგია, რაც პატარა სივრცეში შვიდი შვილის გასაძლებად უნდა დასჭირვებოდა, ყოველ დღე შეუსვენებლად, გადაბმულად სამი წირვის ჩატარებას ეყოფოდაო, ფიქრობდა ნახევრად ხუმრობით. მოკლედ, იმის გამო, რომ, როგორც უკვე ითქვა, იოანეს მარტო ეძინა, იმ დილითაც, ლოგიკურია, მარტო გაიღვიძა. და მიუხედავად...
მიხაილ ედიშერაშვილი
ბიბლიოგრაფია: ,,დიდი ფუგა" (მოთხრობების კრებული, 2017); ,,უკანასკნელი დღეების პატრიარქი" (რომანი, 2026).