მახასიათებლები
- სათაური: უკანასკნელის წინა სიტყვები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ შესტოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 24
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1146
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- კომენტარები
გადაფურცვლა
ლევ შესტოვი - უკანასკნელი წინა სიტყვები
Лев Шестов - Предпоследние Слова
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს.
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
De omnibus dubitandum[1]. ფილოსოფოსებს შორის უკვე აღარ დარჩა მართლმორწმუნე ჰეგელიანელი, მაგრამ ჰეგელი ჯერ კიდევ განაგრძობს ჩვენს თანამედროვეთა გონებებზე ბატონობას. მისი ზოგი იდეა ახლა უფერო ღრმა ფესვს იდგამს, ვიდრე ჰეგელიანობის გაფურჩქვნის ხანაში. მაგალითად, აზრი იმის შესახებ, რომ ისტორია არის იდეის გახსნა სინამდვილეში ან, უფრო მოკლედ და თანამედროვე გონებისთვის მეტად ახლობელი ცნებებით თუ გამოვთქვამთ, პროგრესის იდეა. შეეცადეთ ეს პუნქტი განათლებულ ადამიანს გადაათქმევინოთ: ალბათ მარცხს განიცდით. მაგრამ - De omnibus dubitandum - სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევებში, როდესაც შეხედულება განსაკუთრებით მდგრადი და ურყევია, დაეჭვებამ უნდა შეასრულოს თავისი დიადი მისია. ამ მიზეზით კი, გსურს თუ არ გსურს, გიწევს დაშვების გაკეთება, რომ ეგრეთ წოდებული პროგრესი, ანუ ადამიანის განვითარება დროში - ფიქციაა. მიუხედავად იმისა, რომ უსადენო ტელეგრაფი გვაქვს, რადიუმი და სხვა დანარჩენი, ძველ რომაელებსა ან ბერძნებზე წინ არ წავსულვართ. უშვებთ ამას?
ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი: თუმცაღა უსადენო ტელეგრაფსა და ცივილიზაციის სხვა სიამეებს ვფლობთ, მაინც არ ვდგევართ წითელკანიან ან შავკანიან ველურებზე მაღლა. თქვენ პროტესტს გამოთქვამთ - მაგრამ პრინციპი გვავალდებულებს: თუ დაეჭვდით, უკან...
ლევ შესტოვი
ლევ შესტოვი (იეჰუდა ლეიბ შვარცმან) (31.01.1866-19.11.1938) - რუსი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. დიდი გავლენა იქონია და პატივით სარგებლობდა კამიუს, ბერდიაევის, ისაია ბერლინის, ცეიტლინის მხრიდან.