მახასიათებლები
- სათაური: უკაცო სახლი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაინრიხ ბიოლი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 241
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2932
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
უკაცო სახლი;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
თავი I
ღამით, დედა რომ ვენტილატორს ჩართავდა, ბიჭს გამოეღვიძებოდა ხოლმე, თუმც ამ წისქვილას რეზინის ფრთები ძალზე ხმადაბლა და მოგუდულად ზუზუნებდა. დროდადრო რეზინის ფრთები ფარდას ჩაითრევდა და ვენტილატორის ბრუნვაც შეფერხდებოდა. მაშინ დედა საწოლიდან ადგებოდა, ბუზღუნ-ბუზღუნით გამოსწევდა ფარდას და კარსა და წიგნის კარადას შორის ჩაატნევდა.
ტორშერს მწვანე აბრეშუმის შუქფარი ედგა თავზე: ღია მწვანე შუქფარს სინათლისაგან მოყვითალო ფერი დაჰკრავდა და დედის საწოლთან პატარა მაგიდაზე შემოდგმულ წითელ ღვინიან ჭიქას ბიჭი მელანს ამგვანებდა ხოლმე. ამ მუქი ფერის შხამს, კაცს ნელ-ნელა რომ გამოუყვანდა წირვას, დედა წრუპვა–წრუპვით სვამდა; დედა კითხულობდა, სიგარეტს ეწეოდა და მხოლოდ იშვიათად თუ მოსვამდა ღვინოს.
თვალმოჭუტული აკვირდებოდა დედას, განძრევასაც ვერ ბედავდა, ყურადღება არ მომაქციოსო, იწვა და, თვალს ადევნებდა სიგარეტის თეთრი და ნაცრისფერი კვამლის ბოლქვებს, ვენტილატორისკენ რომ მიიწევდა: ვენტილატორი შეიწოვდა კვამლს, დააქუცმაცებდა და რეზინის რბილი, მწვანე ფრთებით უკანვე გამოდენიდა.
ვენტილატორი დიდი იყო, - უნივერმაღებში რომ იყიდება, ისეთი. ეს უწყინარი ზუზუნა სულ ორიოდ წუთში ანიავებდა ჰაერს. ოთახი რომ განიავდებოდა, დედა ღილაკს დააჭერდა თითს, იქვე, ლოგინთან, კედელზე რომ იყო მიმაგრებული მამის ფოტოსურათის გვერდით: მომღიმარსა და ჩიბუხიან ახალგაზრდა კაცს სურათზე გაცილებით ჭაბუკური იერი აქვს, ვიდრე ეს თერთმეტი წლის ბიჭის მამას შეჰფერის. სურათზე მამაც ისეთივე ახალგაზრდაა, აი, სანაყინეში რომ ლუიჯი მუშაობს; ისეთივე ახალგაზრდაა, როგორც ის მორიდებული, ტანმორჩილი ახალი მასწავლებელი. იგი დედაზე გაცილებით უმცროსი ჩანს, დედა კი, სხვა ბიჭების დედებივით, უკვე ხანშია შესული.
მამას, ამ მომღიმარ ყმაწვილს, ეს რამდენიმე კვირაა სიზმრებშიაც ხედავს, მაგრამ სიზმრებში იგი სულ სხვანაირია, ვიდრე ფოტოზე: ზის დამწუხრებული და წელში მოდრეკილი ფიგურა მელნის ლაქაზე, გეგონება, ღრუბლის ქულაზეაო შემომჯდარი და თუმც სახე არა აქვს, მაინც ტირის, ტირის, რადგან აი,...
ჰაინრიხ ბიოლი
ჰაინრიხ თეოდორ ბიოლი (21.12.1917-16.07.1985) - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი. 1972 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.