მახასიათებლები
- სათაური: უკვდავების წყურვილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2028
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
უკვდავების წყურვილი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
ახლა ვიმსჯელოთ უკვდავების უკვდავ წყურვილზე, თუნდაც გნოსტიკოსებმა და ინტელექტუალებმა გვიკიჟინონ, ეს ხომ რიტორიკაა და არა ფილოსოფიაო, აკი თავად ღვთაებრივი პლატონი ბრძანებდა თავის “ფედონში”, – სულის უკვდავების თაობაზე რომ ბჭობდა, – ეგებ გვერჩივნა ამისთვის ლეგენდებს ვთხზავდეთო.
უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად გავიხსენოთ სპინოზა, ვინც ამბობდა, ყოველი არსებული იმთავითვე ესწრაფოდა უკვდავებას და ეს სწრაფვაა მისი არსებობის უპირობო აზრი, რაც გულისხმობს განუსაზღვრელ დროს, რამეთუ სულს ბოლოს და ბოლოს, ცხადად და უდავოდ, – ეგებ გაუბედავადაც, – მაინც სწადია გაგრძელდეს მისი არსებობა დაუსაბამოდ და მან იცის თავისი მიზანიო.
განა მართლაც შეუძლებელი არ არის ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ არარსებულად, როგორც უნდა მოვიწადინოთ, ანდა ჩვენმა ცნობიერებამ გააცნობიეროს თავისივე სრული არაცნობიერება, თავისივე საკუთარი არარსებობა… აბა სცადე, ჩემო მკითხველო, წარმოიდგინო, რომ შენი სული ღრმა ძილშიაც კი ფხიზლობს, მერე კიდევ სცადე წარმოიდგინო ცნობიერი არაცნობიერში. ამის გაგება თუ გააზრება, უთუოდ გამოიწვევს უმძიმეს სულიერ აშლილობას, რამეთუ ჩვენ არ ძალგვიძს დავიჯეროთ ჩვენი საკუთარი არყოფნა, არარსებობა.
ჩემთვის ხილული სამყარო, თვითგადარჩენის ინსტინქტის ეს პირმშო, მეტისმეტად პატარაა, ისეთი პატარა, როგორიც გალიაა, რომლის გისოსებსაც აწყდება ჩემი შეშფოთებული სული, ჰაერი არ მყოფნის, სული ვერ მომითქვამს, უფრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი ვიყო მე, დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ და ამავე დროს ვიყო სხვაც, შევაღწიო ყოველ არსებულში – ხილული იქნება თუ უხილავი, ერთიანად მოვიცვა უკიდეგანო სივრცე და შევერთო დროის უსასრულობას. ოღონდ თუ არ ვიქნები ყველა და არ ვიქნები მარადიულად, მაშინ ეს იგივე იქნება, რომ სულ არ ვიყო. დაე, ნუ ვიქნები ყველა, მაგრამ ვიყო მე, თავად მე და ვიყო მარადიულად. ხოლო თუკი ვიქნები მე, ასევე ვიქნები ყველა სხვაც. ან ყველაფერი, ან არაფერი!
ან ყველაფერი, ან არაფერი! აბა, სხვა რა აზრი უნდა ჰქონდეს “ser o no ser!” “to be or not to be!” “ყოფნა-არ ყოფნას!” შექსპირის...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.