მახასიათებლები
- სათაური: უკვდავთა მარადიული მდუმარება
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 18
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მოქმედი პირები
- I მოქმედება
- II მოქმედება
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
ირაკლიონ დავითი, მხატვარი
ირაკლიონის დედა
ევა, ირაკლიონის შეყვარებული
ოთარ გოი
ქ-ნი ბრ
მღვდელი
I მოქმედება
I სცენა
(მისაღები ოთახი. ერთ მხარეს სხვა ოთახში გასასვლელი კარია, სიღრმეში – სამზარეულო; კუთხეში ბუხარია, შუაში – მაგიდა სკამებით. დედა ნახატს უყურებს. ირაკლიონი გვერდით ზის.)
დედა: ძალიან კარგია, ირაკლიონ, შვილო, ძალიან კარგი ნახატია.
ირაკლიონი: არ ვიცი, არ ვიცი... (პაუზა) არ მომწონს, მაგრამ ეს არის, რაც არის. ამაზე უკეთესად ვერ ვხატავ. (პაუზა) არც ის ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, სამსახურიდან რომ წამოვედი. იქნებ ამ საქმეში არ ვვარგივარ და იქ დარჩენა ჯობდა?
დედა: იქ დარჩენა?!
ირაკლიონი: ჰო, თუ პირველი არ ვიქნები, ჯობია, საერთოდ არ ვაკეთო ეს საქმე.
დედა: რატომ გგონია, რომ პირველი ვერ იქნები?
ირაკლიონი: არ ვიცი, უბრალოდ, ასე მგონია, რადგან მე ჩემს ნაშრომს ვერ ვაფასებ.
დედა: დედის გულს ენდე, დედის გული არ ცდება. მე ვგრძნობ, რომ მწვერვალების დაპყრობა შეგიძლია. არაფერზე არ იფიქრო, უბრალოდ, იმუშავე. აიღე ფუნჯი და ხატე, დღითა და ღამით, მშიერმა და ჩაუცმელმა, მაგრამ იმუშავე. მე ვხედავ, როცა ხატავ, მაშინ სხვანაირი ხარ, თითქოს მხოლოდ მაშინ ხარ ცოცხალი. (პაუზა) მე კი ყველანაირად დაგეხმარები.
II სცენა
(ოთარ გოის სახელოსნო. ირგვლივ ნახატებია. დედა და ოთარ გოი ტახტზე სხედან)
დედა: ბატონო ოთარ, დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ.
ოთარი: არ ღირს. (პაუზა) რით შემიძლია, გემსახუროთ?
დედა: საქმე... იცით... არც კი ვიცი, საიდან დავიწყო? მერიდება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით...
ოთარი: უკაცრავად. (წამოდგება, სკამიდან საღებავით დასვრილ პიჯაკს აიღებს, მოიცვამს და ისევ დაჯდება) დიახ...
დედა: რამდენიმე ნახატი მოვიტანე და თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ოთარი: მიჩვენეთ. (დედა შეფუთულ სურათებს გახსნის და ოთარს გადასცემს. ოთარი სურათებს...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.