მახასიათებლები
- სათაური: უსაფუძვლობის აპოთეოზი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ შესტოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 123
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3992
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
- განმარტებები
გადაფურცვლა
(ადოგმატური აზროვნების მცდელობა)
წინასიტყვაობა
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
განმარტებები
წინასიტყვაობა
I
ეჭვი არ არის, თავი უნდა ვიმართლო, მაგრამ საკითხავია, საიდან დავიწყო: წინამდებარე ნაშრომის ფორმის თუ შინაარსის გამართლებიდან. გადმოცემის აფორიზმული ფორმა დასავლეთში ფრიად გავრცელებული მოვლენაა. ჩვენთან საკითხი სხვაგვარად დგას. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ წიგნი უნდა წარმოადგენდეს აზრთა თანმიმდევრულად განვითარებულ სისტემას, რომელსაც საერთო იდეა აერთიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ ამართლებს საკუთარ დანიშნულებას... სწორედაც, წიგნს რომ სხვა დანიშნულება არ ჰქონდეს, აფორიზმი ამით სამუდამოდ გამტყუნდებოდა. დაცალკევებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრები საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა განხილული ყოფილიყო, როგორც ნედლი მასალა, რომელიც გარკვეულ ღირებულებას შესაბამისი დამუშავების შემდეგ შეიძენს. მაგრამ თანმიმდევრულობისადმი უნდობლობისა და ყველა სახის ზოგადი იდეების ვარგისიანობისადმი ეჭვის ზრდასთან ერთად ხომ არ უნდა ეწვიოს ადამიანს ზიზღი გადმოცემის იმ ფორმის მიმართ, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული არსებულ ცრურწმენებს? ამას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. წინამდებარე ნაშრომისთვის ყველაზე ნაკლებად იმ ფორმის მინიჭებას ვაპირებდი, რომელიც მას ახლა აქვს მიღებული. ჩემში უკვე გარკვეულწილად ფეხი მოიკიდა თანმიმდევრული და სისტემატური თხრობის ჩვევამ და მე წერას შევუდექი, შუამდეც კი მივედი დაახლოებით იმავე გეგმის მიხედვით, რომლითაც სხვა თხზულებებს ვქმნიდი. მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა საქმე, მით უფრო აუტანელი ხდებოდა ჩემთვის მუშაობის გაგრძელება. ერთხანს თავადაც ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. მასალა კარგა ხნის წინ იყო მზად, შესაძლოა რჩებოდა მხოლოდ გარეგნულად წესრიგში მოყვანა, მაგრამ ის, რაც მე გარეგან სამუშაოდ მიმაჩნდა, გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული საქმე ყოფილა. გაოცებულმა შევნიშნე, რომ საბოლოოდ „იდეასა“ და „თანმიმდევრულობას“...
ლევ შესტოვი
ლევ შესტოვი (იეჰუდა ლეიბ შვარცმან) (31.01.1866-19.11.1938) - რუსი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. დიდი გავლენა იქონია და პატივით სარგებლობდა კამიუს, ბერდიაევის, ისაია ბერლინის, ცეიტლინის მხრიდან.