მახასიათებლები
- სათაური: უტოპია
- ISBN კოდი:
- ავტორი: თომას მორი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 99
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3017
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
უტოპია;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
უთვალსაჩინოესი და ენამზეობით გამორჩეული ვაჟკაცის, ლონდონის სახელოვანი მოქალაქისა და ვიკონტის თომას მორის - არანაკლებ სასარგებლო, ვიდრე გასართობი, - ჭეშმარიტად ოქროს წიგნი სახელმწიფოს საუკეთესო წყობილებისა და ახალი კუნძულის უტოპიის თაობაზე.
თომას მორი და მისი „უტოპია“
თომას მორი სალამს უძღვნის პეტრე ეგიდიუსს
თომას მორი და მისი „უტოპია“
თომას მორი დაიბადა შეძლებული ლონდონელი იურისტის ოჯახში. მამამისი, ჯონ მორი, სამეფო სასამართლოს წევრი იყო. მორის სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ოჯახი „ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი გვარისა“ იყო. მორის დაბადების თარიღის დადგენაზე დიდხანს დაობდნენ. 1886 წელს ინგლისელმა ისტორიკოსმა იულიამ რაიტმა კემბრიჯის სამების კოლეჯის ბიბლიოთეკაში მიაგნო მორის მამის ხელნაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ „უახლოეს პარასკევს, ნეტარი ქალწული მარიამის მირქმის დღესასწაულის შემდეგ, სახელდობრ თებერვლის მეშვიდე დღეს, ორიდან სამ საათამდე, ქვეყნად იშვა თომას მორი, ძე ჯონ მორისა, ჯენტლმენისა, ედუარდ მეოთხის ინგლისში გამეფების მეჩვიდმეტე წელს“. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ირკვევა თ. მორის დაბადების ზუსტი თარიღი. მირქმის დღესასწაული ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრით ყოველთვის ორ თებერვალზე მოდის. რადგან ედუარდ IV გამეფდა 1461 წელს (ტაუნტონთან ბრძოლის შემდეგ), მისი მეფობის მეჩვიდმეტე წელი იქნება არა 1478, როგორც მკვლევრები ფიქრობენ, არამედ 1477, ხოლო რადგან 1477 წლის 2 თებერვალი კვირა იყო, „უახლოესი პარასკევი“ იქნებოდა 7 თებერვალს. ამ დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ თომას მორი 1477 წლის 7 თებერვალს დაბადებულა.
თომას მორმა პირველდაწყებითი განათლება წმ. ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დაწყებითი სკოლა იყო ინგლისში. ამ დროს გავრცელებული ჩვეულების თანახმად 12-14 წლის ვაჟებს პაჟებად გზავნიდნენ ლამბერტის სასახლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსს (შემდგომში კარდინალს) ჯონ მორტონს (1420-1500 წწ.). მისივე რჩევითა და რეკომენდაციით 1497 წელს მორი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა.
XV-XVI...
თომას მორი
თომას მორი (07.02.1478-06.07.1535) - ინგლისელი იურისტი, სოციალური ფილოსოფოსი, ლიტერატორი, და აღორძინების ხანის ცნობილი ჰუმანისტი. ავტორი „უტოპიისა“.