მახასიათებლები
- სათაური: უცხო სიტყვათა ლექსიკონი (ტომი 2)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავტორთა ჯგუფი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 395
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3044
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ნ
ნაბათ-ი [არაბ. Naubat დოლის კვრა] – (ძვ.). 1. ხალხის შესაგროვებელი ნიშანი, ზარის რეკვა ან დოლის ცემა, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე რაიმე უბედურების დროს. 2. დიდი დოლი.
ნაბლა [ბერძ. Nabla არფა] – გადაბრუნებული ბერძნული ასო დელტა (н); იყენებენ მატემატიკურ ფორმულებში.
ნაბობ-ი [ურდუ ენაზე < არაბ. Nabob (იხ. ნაიბი)] – ინდოეთის ამ პროვინციების მმართველთა ტიტული, რომლებიც ჩამოსცილდნენ დიდი მოგოლების იმპერიას; მე-18 ს.-ში უწოდებდნენ (ირონიით) ოსტ-ინდოეთის კომპანიის უმაღლეს მოსამსახურეებს, რომლებიც გამდიდრებული დაბრუნდნენ ინგლისში.
ნაგან-ი - ერთგვარი სისტემის რევოლვერი [ბელგიელი კონსტრუქტორის ნაგანტ-ის სახელის მიხედვით].
ნაგთოუზ-ი [ჰოლანდ. Nagthuis] – (ზღვ.). ცილინდრული ან პრიზმული ფორმის ხის პატარა კარადა, რომლის თავზედაც მოთავსებულია გემის კომპასი.
ნადელ-ი (ისტ.). რევოლუციამდელი რუსეთის სოფელში: მიწის პატარა ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ გლეხის ოჯახს სარგებლობისათვის; ნაწყალობევი მიწა.
ნადირ-ი [არაბ.] – (ასტრ.). ცის სფეროს წარმოსახვითი წერტილი, რომელიც მოთავსებულია ჰორიზონტის ქვეშ, ზენიტის პირდაპირ.
ნავ-ი [ბერძ. Navis გემი] – (არქიტ.) . ბაზილიკის, ეკლესიის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით.
ნავარქოს-ი [ბერძ. Nauarchos < Naus გემი და archos უფროსი] – ძველ საბერძნეთში: ფლოტის სარდალი.
ნავახა [ესპ. Navaja] – ცივი იარაღი ერთგვარი - გრძელი დასაკეცი დანა (იციან ესპანეთში).
ნავიგაცია [ლათ. Navigatio ] – 1. გემთა მიმოსვლა; ნაოსნობა, ზღვაოსნობა. 2. წლის ისეთი დრო, როდესაც ადგილობრივი კლიმატური პირობების მიხედვით შესაძლებელია ნაოსნობა. 3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს გემის გზის გამოანგარიშებასა და ზღვაში გემის ადგილის განსაზღვრის პრაქტიკულ ხერხებს. საჰაერო ნავიგაცია - იხ. აერონავიგაცია.
ნავმაქია [ბერძ. Naumachia] – 1. ძველ საბერძნეთში: საზღვაო ბრძოლა. 2. ძველი რომის თეატრში: საზღვაო ბრძოლის ინსცენირება.
ნაზალიზაცია [ფრანგ. Nasalisation < Nasal ცხვირისა, ცხვირისმიერი] – (ლინგვ.). ნაზალურად, ცხვირისმიერად ქცევა (ბგერისა); ნაზალური ელფერის მიცემა (ბგერისათვის).
ნაზალურ-ი...