მახასიათებლები
- სათაური: უცხო სიტყვათა ლექსიკონი (ტომი 1)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ავტორთა ჯგუფი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 498
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 7859
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ა
ა. - [ბერძ. ა.] – უარყოფის გამომხატველი თავსართი, რომელიც ახლავს უმთავრესად ბერძნული წარმოშობის სიტყვებს. მაგ., ამორფული. ასიმეტრია.
აბაზია - (უფრო სწორია: Abasia) - [ბერძ. ა (უარყ. ნაწილ.) და basis – მოძრაობა, სიარული] – (მედიც.) - სიარულის უნარის დაკარგვა, მეტწილად ნერვული სისტემის დაავადების შედეგად (იხ., აგრეთვე, ასტაზია).
აბაკ-ი - [ბერძ. Abax (Abakos); ლათ. – Abacus საანგარიშო დაფა] – 1. დაფა, რომელსაც იყენებდნენ არითმეტიკული ანგარიშისათვის ძველ საბერძნეთში, რომში და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე - 18 ს. - მდე; დაყოფილი იყო ზოლებად, რომლებშიც გადაადგილებდნენ ხოლმე კოჭებს, ქვებს და მისთ. 2. (არქიტ.). - კოლონის კაპიტელის ზედა ფილა.
აბაკა - [ესპ. Abaca < მალაიურიდან] – 1. ტროპიკული მცენარე ერთგვარი (სხვანაირად: საფეიქრო ბანანი). 2. ამ მცენარის ბოჭკო, რომლისაგანაც ამზადებენ გემის მოსართავებს, ბაგირებს, თოკებს, სათევზაო ბადეებს, ტომრებს და სხვ. (სხვანაირად: მანილის ქერელი ან მანილა).
აბაჟურ-ი - [ფრანგ. Abat-Jour] – საფარველი, რომელიც ლამპას უკეთდება მხედველობის დასაცავად, შუქის ერთი ადგილისაკენ მისამართავად; შუქფარი.
აბატ-ი - [ლათ. Abbas (Abbatis) < სირიული Abba-დან – მამა] – 1. კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2. კათოლიკეების სასულიერო პირთა საპატიო წოდებულება; მღვდელი. სააბატო-კათოლიკური მონასტერი თავისი ადგილ-მამულებით.
აბატისა - [ლათ. Abbatissa] – კათოლიკური დედათა მონასtრის წინამძღვარი.
აბდიკაცია - [ლათ. Abdicatio] – მეფის გადადგომა ტახტიდან; ხელისუფლებაზე უარის თქმა.
აბდომენ-ი - [ლათ. Abdomen - მუცელი] – (ზოოლ.), ფეხსახსროვანი ცხოველების სხეულის უკანა ნაწილი, მუცელი.
აბდომინურ-ი - [< ლათ. Abdomen (Abdominis) – მუცელი] – (ანატ.). მუცლისა. მაგ., ა. სუნთქვა.
აბერაცია - [ლათ. Aberratio - გადახრა] – 1. (ფიზ.). ოპტიკურ ხელსაწყოებში: გამოსახულების გაბუნდოვანება ან დამახინჯება. 2. (ასტრ.). ცაზე ვარსკვლავების მოჩვენებითი გადახრა, რაც გამოწვეულია დედამიწის მოძრაობით. 3. (გადატ., წიგნ.). ცდომილება, ჭეშმარიტებიდან გადაცდენა.
აბვერ-ი - [გერმ. Abwehr] – ჰიტლერული გერმანიის სამხედრო დაზვერვა.
აბზაც-ი - [გერმ. Absatz] – 1. ტექსტის...