მახასიათებლები
- სათაური: უცნაური ღიმი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანსუაზ საგან
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 60
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2000
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
ნაწილი I;
ნაწილი II;
ნაწილი III;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
შენიშვნები
„სიყვარულია ის, რაც ხდება ორ ადამიანს შორის, ერთმანეთი რომ უყვართ“.
როჟე ვაიანი
ნაწილი I
თავი I
კაფეში ვისხედით, სენტ-ჟაკის ქუჩაზე. გაზაფხულის შუადღე იყო, ჩვეულებრივი გაზაფხულისა. როგორც ყოველთვის, ახლაც ცოტა მოწყენილი ვიყავი. სანამ ბერტრანი სპირის ლექციის თაობაზე კამათობდა, ფანჯრიდან დისკოთეკამდე დავდიოდი, წინ და უკან. მერე დავეყრდენი და ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ ამოდიოდა ზემოთ ფირფიტა, რათა ზუსტად დისკოთეკის მაუდზე მოთავსებულიყო - ისე ნაზად, როგორც საკოცნელად მომზადებული ლოყა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცბად ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა, ფიზიკური შეგრძნება, რომ ერთ დღეს მოვკვდებოდი, რომ აღარ იქნებოდა ჩემი ხელი ამ ქრომირებულ საყრდენზე და არც მზე ჩემს თვალებში.
ბერტრანისკენ მოვბრუნდი. ის მიყურებდა და, როცა გავუღიმე, ადგა. ბერტრანს ხომ ვერც წარმოედგინა უიმისოდ ჩემი ბედნიერება. ჩემთვის მხოლოდ მასთან გატარებულ წუთებს უნდა მოენიჭებინა სიხარული, მე ეს შესანიშნავად მესმოდა, მაგრამ იმ დღეს რატომღაც გავღიზიანდი და ზურგი შევაქციე, როიალზე Lone and Sweet[1]-ს უკრავდნენ. მერე როიალს კლარნეტი ენაცვლებოდა. ამ ფირფიტაზე თითქმის ყველა ბგერა ზეპირად ვიცოდი.
ბერტრანს გასულ წელს, გამოცდების დროს, შევხვდი. ვიდრე ზაფხულის არდადეგებზე მშობლებთან წავიდოდი, საკმაოდ უფერული კვირა გავატარეთ ერთად. ბოლო საღამოს მაკოცა. მალე ჯერ ისე, სხვათა შორის მომწერა. შემდეგ კი მისი წერილების კილო შეიცვალა. აღელვებით ვაკვირდებოდი ამ ცვლილებას, და, როდესაც მომწერა, „შეიძლება ამის თქმა სასაცილოა, მაგრამ, მგონი, მოყვარხარ“, მეც ასევე, ყოველგვარი თავის მოკატუნების გარეშე შევძელი მიმეწერა: „ამის თქმა მართლაც სასაცილოა, მაგრამ მეც მიყვარხარ“. ასეთი პასუხი თავისთავად გამომივიდა. უფრო სწორად, ფონეტიკურად შეეწყო მის ნათქვამს.
ჩემი მშობლების სახლში, იონის პირას, გასართობი ცოტა იყო. თავშესაქცევად მდინარის ნაპირთან მივდიოდი ხოლმე, ვუყურებდი...
ფრანსუაზ საგან
ფრანსუაზ საგან (დაბ. ფრანსუაზ კუარე; 21.06.1935-24.09.2004) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, ცნობილი რომანტიული თემებით; მონაკოს პრინცის 1985 წლის პრემიის მფლობელი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.