მახასიათებლები
- სათაური: ვაშლის ყვავილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ გოლზუორთი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 54
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3242
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ვაშლის ყვავილი;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
„ვაშლის ყვავილი, სიმღერა, ოქრო“.
მ ა რ ე ი, ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსი“.
ვერცხლის ქორწილის დღეს ეშერსტი და მისი ცოლი ავტომანქანით მიუყვებოდნენ მანანიანი ეწრის ნაპირ-ნაპირ მიმავალ გზას. უნდოდათ, ზეიმი ღამის გატარებით დაეგვირგვინებინათ ტორკიში, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს სტელა ეშერსტმა მოიგონა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, სენტიმენტალობა სჩვეოდა. მან კარგა ხანია დაკარგა ცისფერი თვალების ეშხი, ქორფა ყვავილისებური ხიბლი, სახისა და ტანის ნატიფი მოყვანილობა და ვაშლის ყვავილის ფეროვნება, რითაც ასე ანაზდად და უცნაურად მოინადირა ეშერსტის გული ამ ოცდაექვსი წლის წინათ, მაგრამ ორმოცდასამი წლის ასაკშიაც სანდომიანი, ერთგული მეუღლე გახლდათ, რომელსაც ღაწვები ოდნავ დატალოდა, ხოლო გრემა-ცისფერი თვალები თითქოს უფრო ჩამუქებოდა.
სწორედ მან შეაყენა ავტომობილი იქ, სადაც ველი მკვეთრად მაღლდებოდა მარცხენა მხარეს, ხოლო ლარიქსისა და წიფლების ვიწრო ზოლი, აქა-იქ გამორეული ფიჭვებითურთ, ხეობისაკენ ჩამოწეულიყო გზასა და ეწრის პირველ გაგრძელებულ მაღალ ბორცვს შორის. სტელა თვალით ეძებდა საუზმის გასაშლელ ადგილს, რადგან თვით ეშერსტს არასოდეს არაფერი ენაღვლებოდა. ეს ადგილი, ოქროსფერ კურდღლისცოცხასა და მწვანე ლარიქსებს შორის, აპრილის დაისის მზეში ლიმონის სურნელი რომ უდიოდათ, ხეობასა და ზემოთ გაგრძელებულ სერებს გაჰყურებდა. ამიტომ ეჩვენა იგი შესაფერისად მტკიცე ბუნების სტელას, რომელსაც თან აკვარელების ხატვა და რომანტიკული კუნჭულებიც უყვარდა. მან სტაცა ხელი სახატავ მოწყობილობის კოლოფს და მანქანიდან გადმოვიდა.
- ხომ კარგია, ფრენკ?
ეშერსტმაც, ორმოცდარვა წლის სიტყვაძუნწმა ვაჟკაცმა, ხელი მოჰკიდა სანოვაგიან კალათას და გადმოვიდა. იგი ცოტათი წვერიან შილერს წააგავდა. საფეთქლებშევერცხლილს, მაღალს, გრძელფეხებას - დიდრონი, შორიშორს ჩამსხდარი გრემა თვალები ხანდახან აზრით უსხივოსნდებოდა და თითქმის ლამაზიც უხდებოდა. ცხვირი ცოტა მობრეცილი ჰქონდა, ხოლო შებანჯგვლული ბაგეები ოდნავ გაპობოდა.
- ო, შეხედე, ფრენკ! სამარე!
გზის ნაპირას, სადაც...