წინასიტყვაობა;
კარი პირველი. მცენართ ცხოვრება;
კარი მეორე. ვაზის მოშენება;
კარი მესამე. ვაზის მოშენება ამიერ და იმიერ კავკასიაში;
კარი მეოთხე. ვაზის ავადმყოფობა და იმისი მორჩენა;
ილია წინამძღვრიშვილი - ვაზის მოშენება
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინასიტყვაობა
კარი პირველი. მცენართ ცხოვრება
კარი მეორე. ვაზის მოშენება
კარი მესამე. ვაზის მოშენება ამიერ და იმიერ კავკასიაში
კარი მეოთხე. ვაზის ავადმყოფობა და იმისი მორჩენა
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.
დ. გურამიშვილი
წინასიტყვაობა
ქართველ საზოგადოებას და იმის მოზარდ შვილებს დღევანდლამდე თავის დედა-ენაზე სამეურნეო სახელ-მძღვანელო სწავლა-მეცნიერების წიგნები არა აქვთ, საზოგადო საჭიროებამ და სოფ. წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის მოთხოვნილებამ დღეს ეს წიგნი დაბადა.
კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ეს წიგნი სასარგებლოთ დაინახა და თავის ხარჯით გამოსცა. ამ შემწეობისათვის ჩვენ გულითად მადლობას და ჩვენს უმდაბლეს პატივისცემას სამეურნო საზოგადოებას განვუცხადებთ.
ჩვენ ვეცადენით, რაც-კი შეგვეძლო, ქართულ მდაბიო ენით გადმოგვეცა ის ცოდნა, რომელიც ყოველ მოვენახეს ვაზის მოშენებაში მოჰხმარდება. რამდენად შევასრულეთ ეს ჩვენი სურვილი, იმას კრიტიკა თავის დროზე გვიჩვენებს. ჩვენ თვითონ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ შრომას ნაკლი ექნება, მაგრამ ეს ნაკლი, როდესაც კრიტიკა თავის ჰაზრს გამოთქვამს, ადვილად შესწორდება.
აქ შეკრებილია ის ცოდნა სამეურნეო მეცნიერებისა ვაზის მოვლა-მოშენებაზე, რომელიც მეცნიერებამ, ჩვენმა...