"ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მესამე ნაწილია, რომელიც 1959 წელს ჩილეში გამოიცა. როგორ თავად ავტორი ამბობს იგი ""ვეფხისტყაოსნის" მზის საკითხის ჩხრეკასა და კვლევას შეიცავს"".
ვიქტორ ნოზაძე (17.09.1893-1975) - ცნობილი ქართველი მეცნიერი, რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, გამომცემელი, რომელმაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა.