"ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მეორე ნაწილია, რომელიც 1957 წელს ჩილეში გამოიცა. იგი "ვეფხისტყაოსნის" ასტროლოგიურ–ასტრონომიულ ასპექტებს იკვლევს.
ვიქტორ ნოზაძე (17.09.1893-1975) - ცნობილი ქართველი მეცნიერი, რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, გამომცემელი, რომელმაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა.