მახასიათებლები
- სათაური: ვენერა ქურქში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 98
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3029
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ვენერა ქურქში;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ვენერა ქურქში
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი - ვენერა ქურქში.
ვენერა ქურქში
მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით. (ივდ. 16:5)
ფრიად მომხიბვლელი სტუმარი მყავდა.
„რენესანსის“ სტილში შესრულებული დიდი ბუხრის წინ, ზუსტად ჩემ პირდაპირ, ვენერა დაბრძანებულიყო. მაგრამ ეს არ იყო სანახევროდ მაღალი საზოგადოების რომელიმე ქალბატონი, რომელიც ამ სახელით მტრულ სქესთან ომს აწარმოებდა - მსგავსად რომელიმე მადმუაზელ კლეოპატრასი - არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი ქალღმერთი სიყვარულისა.
სავარძელში იჯდა, მის წინ კი ბუხარში ცეცხლის ალი კრთოდა, რომლის წითელი ანარეკლი მის ფერმკრთალ სახესა და მიბნედილ თვალებს ანათებდა, დროდადრო კი ფეხებსაც, როდესაც ის მათ ცეცხლისკენ გაიწვდიდა, რათა გაეთბო.
მისი თავი შეუდარებელი სილამაზით გაგაოცებდათ, მიუხედავად ქვისებრ მკვდარი თვალებისა. მაგრამ მე მხოლოდ მის თავს ვხედავდი. დიად ქალღმერთს მთელი მისი მარმარილოსებრი სხეული ფართო ქურქში გაეხვია და კატასავით მოკუნტული, მთლად კანკალებდა.
ჩვენ ვსაუბრობდით...
- რაღა დაგიმალოთ და არ მესმის, - შევძახე მე. - სიცივემ ჩაიარა. უკვე ორი კვირაა, შესანიშნავი გაზაფხული დგას. თქვენ ალბათ ნერვებს უჩივით...
- დავალებული გახლავართ მაგ გაზაფხულისთვის! - მიპასუხა მან თავისი ქვისებრი ხმით, რასაც ღვთიური დაცემინება დააყოლა, ორჯერაც კი, ერთიმეორის მიყოლებით. - ეს უკვე გაუსაძლისი ხდება და მე მესმის...
- რა, ძვირფასო?
-...