iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია (ნაწილი I)

ავტორი: გურამ თევზაძე

2019 წელი | გამომცემელი: iBooks

ფილოსოფია, ქართული, ისტორია

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
1892
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში ავტორი გვთავაზობს XX საუკუნის ფილოსოფიის ანალიზს, მის ძირითად ტენდენციებსა და ძირითად თავისებურებებს. პირველი ნაწილი მოიცავს მიმდინარეობებს "სიცოცხლის ფილოსოფიიდან" "ფიქციონალიზმის" ჩათვლით.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
გურამ თევზაძე
გურამ თევზაძე

პროფ. დოქტ. გურამ თევზაძე (30.01.1932-31.08.2018) - ქართველი ფილოსოფოსი; ფილოსოფიის ისტორიკოსი.  გამოაქვეყნა 129 სამეცნიერო შრომა ქართულად, რუსულად, გერმანულად, ჩინურად. მთავარი წიგნებია: „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (1963); „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“ (1967); „იმანუელ კანტი“ (1974, რუსულად – 1979); „XX ს. ფილოსოფიის ისტორია“ (2002).

გ. თევზაძე იცავს ადამიანისათვის ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპს. მისი აზრით, ირაციონალურისა და მისტიკურის დაშვება, საბოლოო ანგარიშით, არის ადამიანის გონების თვითკრიტიკა. ამ პრინციპის გამოვლენას იგი ხედავს არა მარტო კანტთან, არამედ პლატონთან, ნეოპლატონელებთან, თანამედროვე, ე. წ. კრიტიკულ რაციონალიზმში, ასევე პოსტმოდერნულ ფილოსოფიაში.