მახასიათებლები
- სათაური: ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სტეინბეკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 223
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2687
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა;
შენიშვნები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
შენიშვნები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
ჯონ სტეინბეკი - ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
John Steinbeck - Winter of Our Discontent
John Steinbeck, 1961
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
ნაწილი პირველი
თავი პირველი
როცა აპრილის მშვენიერმა ოქროს დილამ მერი ჰოული გააღვიძა, ქალი ქმრისკენ გადაბრუნდა და ნახა, რომ მას ნეკა თითები პირში ჩაეყო - ცოლს ბაყაყივით ეჭყანებოდა.
- რას მაიმუნობ, ითენ, - უთხრა ქალმა, - ისევ შენი კომიკური ნიჭი გინდა გამოამჟღავნო.
- ცოლად არ გამომყვები, ქალბატონო თაგუნია?
- ჯერ არ გაგიღვიძია და უკვე დაიწყე შენებური?
- დრო მიდის... ხომ ხედავ, რა დილა გათენებულა!
- აკი ვთქვი. დაიწყო თავისებური. აღარც კი გახსოვს, რომ დღეს წითელი პარასკევია?
კაცმა ყრუდ დაიბუხუნა:
- ბინძური რომაელები გოლგოთასთან გაწკაპულან.
- ღმერთს ნუ ჰგმობ. დღეს თერთმეტი საათისთვის მარულო დუქანს არ დაგაკეტინებს?
- ჩემო ძვირფასო ყვავილო, მარულო ხომ კათოლიკი და ჩერჩეტი იტალიელია. დღეს, ალბათ, სათოფედაც არ მომეკარება. შესვენებაზე დავკეტავ, შუადღისას, და მანამ დასჯას არ მორჩებიან, არც გავაღებ.
- რა პილიგრიმივით ლაპარაკობ. არ ვარგა ასე.
- კარგი ერთი. ეს დედაჩემის...