მახასიათებლები
- სათაური: ზღაპრები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 48
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3933
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
თოვლის დედოფალი;
მახინჯი იხვის ჭუკი;
ბულბული;
ნამდვილი პრინცესა;
ნამცეცა;
ორი ყოყლოჩინა მამალი;
პეპელა;
შიშველი მეფე;
გადაფურცვლა
სარჩევი
თოვლის დედოფალი
მახინჯი იხვის ჭუკი
ბულბული
ნამდვილი პრინცესა
ნამცეცა
ორი ყოყლოჩინა მამალი
პეპელა
შიშველი მეფე
თოვლის დედოფალი
ამბავი პირველი,
რომელშიც მოთხრობილია სარკისა
და მისი ნამსხვრევების შესახებ
მოდით, დავიწყოთ თხრობა! როდესაც ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით. თუ რომელიმე მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ, სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა.
ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა.
ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა,...
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
ჰანს ქრისტიან ანდერსენი (02.04.1805-04.08.1875) - დანიელი მწერალი და პოეტი, პიესების, რომანებისა და პოემების ავტორი, თუმცა ყველაზე მეტად არის ცნობილი, როგორც ზღაპრების ავტორი, რომლებიც 125-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.