iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ლიბერალიზმი - რელიგიის ჩამნაცვლებელი ოპიუმი

ავტორი: გეგი კუხალეიშვილი

2018 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

ფილოსოფია, ქართული, თანამედროვე

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
1344
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.3
(3 შეფასება)
ანოტაცია

თავს მოვალედ ვრაცხ, თანამოაზრესა და უმცროს კოლეგას, თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრს, გეგი კუხალეიშვილს მხარი დავუჭირო და რეცენზიით გამოვეხმაურო მის სადებიუტო, ერთობ ნონკონფორმისტულ, მწვავედ კრიტიკულ და ქარიშხლის მომასწავებელ ნაშრომს „ლიბერალიზმი – რელიგიის ჩამნაცვლებელი ოპიუმი“. სამ ნაწილად დასახსრულ, 67-გვერდიან ნაშრომში ძალუმად სჭვივის 22 წლის ავტორის ნიცშესეული და ნემეზისური სულისკვეთება. მის აღშფოთებას ჰბადებს ის სავალალო გარემოება, რომ ლიბერალიზმი გადაიქცა მონისტურ სისტემად და რეპრესიულ იდეოლოგიად. საუკუნის მეოთხედია ჩვენ ვისმენთ ქართველი ლიბერალების მონოლოგს. დიალოგი მათსა და არალიბერალურ დასს შორის ვერ განხორციელდა.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
გეგი კუხალეიშვილი
გეგი კუხალეიშვილი

"ლიბერალური ინსტიტუტები წყვეტენ ლიბერალობას მაშინვე, როცა ისინი ამას აღწევენ: მოგვიანებით, აღმოჩნდება, რომ არ არსებობს თავისუფლებასთან მებრძოლი უფრო მავნე მტერი, ვიდრე ლიბერალური ინსტიტუტებია. მათი შედეგების მიზეზი კარგად არის ცნობილი: ისინი ანგრევენ ძალაუფლების ნებას. ისინი ასწორებენ მთას და ბარს და ამას უწოდებენ მორალს. ისინი ადამიანებს აპატარავებენ, ქმნიან მხდალებად და ჰედონისტებად - ყოველ ჯერზე ჯოგური ცხოველი ზეიმობს მათში. ლიბერალიზმი: სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჯოგური გაცხოველებაა." ("Twilight of the Idols") ("Götzen-Dämmerung") "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად"(cattle,ნახირი) ("Ecce Homo")