iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

2015 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში
12 ოქტ, 2015

2015 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

2015 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუს მწერალსა და ჟურნალისტს, სვეტლა ალექსიევიჩს მიენიჭა "პოლიფონიური ნაშრომებისთვის, რაც ჩვენი დროის ტანჯვისა და მამაცობის" მონუმენტს წარმოადგენს.

სვეტლა ალექსიევიჩი (დაბ. 1948) წერს რუსულ ენაზე. მისი წიგნები საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის ისტორიის ემოციური ქრონიკაა. ალექსიევიჩი დოკუმენტური პროზის ოსტატია და მის ნაწარმოებებში იგი გულდასმით კონსტრუირებულ რეალურ ინტერვიუებს იყენებს.

მის ცნობილ წიგნებს შორისაა "ომს არ აქვს ქალური სახე", "ჩერნობილის ლოცვა", "სიკვდილით მონუსხულები" და სხვა.

ნახვების რაოდენობა: 540