მახასიათებლები
- სათაური: აბანოზის კოშკი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ ფაულზი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 88
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2724
- რეიტინგი: 4.3
სარჩევი
საავტორო უფლება;
აბანოზის კოშკი;
შენიშვნები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
აბანოზის კოშკი
შენიშვნები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ჯონ ფაულზი - აბანოზის კოშკი.
აბანოზის კოშკი
Et par forez longues et less
Par leus estranges et sauvages
Et passa mainz felons passages
Et maint peril et maint destroit
Tant qu'il vint au santier tot droit....
Chretien De Troyes, Yvain[1]
დევიდი შუადღით ჩამოვიდა კოტმონეში, წინა დღით შერბურში შეჩერდა, მერე ავრანშს მიადგა მანქანით და სამშაბათ ღამე იქ გაათია. ამან საშუალება მისცა დარჩენილი გზა დღისით გაევლო და მოხიბლულიყო მონ-სენ-მიშელის შორი და სიზმარივით წარმტაცი შპილებიანი კლდეებით, სენ-მალოს და დინანის ქუჩებში ეხეტიალა, მერე სექტემბრის საუცხოო დარში სამხრეთისაკენ დაშვებულიყო. გზად იქაური სოფლები უნდა გაევლო. თვალს იტაცებდა მშვიდი პეიზაჟები, მოვლილი ხეხილი, ნაყოფით დამძიმებული მფშვინავი ბაღები. ორჯერ გაჩერდა და ქაღალდზე გადაიტანა ფერთა სასიამოვნო შეხამება - სხვადასხვა ტონის აკვარელის პარალელური ზოლები, და მკაფიოდ მონიშნა მასშტაბი. თუმცა რაღაცა მსგავსება იყო პირველწყაროსთან - ერთი ფერადი ზოლი მინდვრის ასოციაციას იწვევდა, სხვა კიდევ - მზით განათებული კლდისას, ანდა, შორით რომ მოჩანდა, იმ გორაკს მიანიშნებდა, მაგრამ დევიდი არ ხატავდა. ვიდრე ისევ გზას დაადგებოდა, ჩაიწერა, რა რიცხვი იყო, რომელი საათი და - ამინდი.
ცოტა არ იყოს, სინდისი ქენჯნიდა, რომ თავს ასე კარგად გრძნობდა აქ, მარტო, და არა ბეტთან ერთად, თან იმის მერე, რაც წაკინკლავდნენ, აქ წამოსვლამდე; არადა მშვენიერი დღე, ცოცხალი შთაბეჭდილებები და რაღა...