მახასიათებლები
- სათაური: ადამიანის ქცევის ფორმები
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 37
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2751
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ქცევის ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ფსიქოლოგიაში. მართალია, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის მტკიცება, რომ ქცევა ჩვენი მეცნიერების შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში დასაბუთებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის მაინც უეჭველია, ფსიქოლოგიის ნამდვილი საგნის ფსიქიკური ცხოვრების შესწავლისათვის ამ ცნებას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ ისტორიულად ფსიქიკური ცხოვრება გარემოსთან ურთიერთობის, პრაქტიკის ან ქცევის ნიადაგზეა აღმოცენებული, და ყველა ძირითადი თავისებურება, რომელიც მას ახასიათებს, მთელი ის კანონზომიერება, რომელიც მასში იჩენს თავს, პრაქტიკის პროცესშია შექმნილი და განვითარებული. ცხადია, ფსიქოლოგიური კვლევა უნაყოფო იქნებოდა, თუ ამ ფუძემდებელ გარემოებას ანგარიშს არ გაუწევდა და ქცევას სათანადო ყურადღებით არ მოეპყრობოდა. ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის აბსტრაქტული და მეტაფიზიკური ხასიათი, მისი სქემატიზმი და ფორმალიზმი, მისი უნაყოფობა კონკრეტული ფსიქიკური სინამდვილის გაგების ამოცანათა მიმართ, განსაკუთრებით ამ დებულების შეუფასებლობიდანაც გამომდინარეობს. თავისთავად იგულისხმება, ნამდვილს მეცნიერულ ფსიქოლოგიაში ქცევის ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უნდა ეთმობოდეს.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ შეიძლება ითქვას, ამ ცნების თუნდ ძირითადი ფსიქოლოგიური შინაარსის შესახებ საბოლოო შეთანხმება არსებობდეს. ისე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში და შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც საკითხის მართებულ გადაჭრას აქაც, სხვათა შორის, ის საბედისწერო წინამძღვარი უშლის ხელს, რომელზეც არსებითად მთელი ბურჟუაზიული ფსიქოლოგიააა აგებული და რომლის მიხედვითაც მთელი ფსიქიკური და მოტორული პროცესები უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან ურთიერთთან და გარემოსთან. ამ უ შ უ ა ლ ო ბ ი ს ჰ ი პ ო თ ე ზ ი ს მიხედვით, გამოდის, რომ ქცევა სუბიექტის, პიროვნების, როგორც კონკრეტი მთლიანობის, არსებითი მონაწილეობის გარეშე ხდება, რომ იგი არა სუბიექტის, არამედ მისი ცალკეული ფსიქიკური და მოტორული პროცესების...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.