"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.
წინამდებარე ესსეიში დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ ობიექტის კანონები განსაზღვრავენ და მიმართავენ ადამიანის ცნობიერების კანონებს. თუმცა მოცემულ ეტაპზე ამის ემპირიული მტკიცებულებები არ გააჩნდა, მაგრამ არსებითად ეს გახლდათ ფორმულირება იმ თეორიის ფუნდამენტური პრინციპისა, რომელიც დიმიტრი უზნაძემ მოგვიანებით განავითარა.
გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.
„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. მეორე ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: მნემური პროცესები, აზროვნება, ყურადღება და წარმოსახვა.
„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. პირველ ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: განწყობა, ემოციური განცდები, ქცევა და აღქმა. „ზოგადი ფსიქოლოგიის“ რამდენიმე ნაწილი უკვე იყო გამოქვეყნებული ცალკე წიგნებად.
ზოგადი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და რთული სფერო, წარმოსახვა, და მისი გამოხატვის ფორმები - ფანტაზია, ოცნება, სიზმარი, მხატვრული შემოქმედებაა განხილული დიმიტრი უზნაძის წინამდებარე ნაშრომში. ამასთანავე, მოცემულია ამ საკითხებთან მიმართებით არსებული ყველაზე გავრცელებული თეორიების ანალიზი.