მახასიათებლები
- სათაური: Impersonalia
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1629
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დიმიტრი უზნაძე - Impersonalia
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
„თუ რომ მხედველობაში არ მივიღებთ იმ წინადადებათ, რომლებშიც ჩვენებითი ნაცვალსახელი რომელსამე განსაზღვრულ საგანს ან მოვლენას მიგვითითებს და რომელნიც ამიტომ innipersonalia-თა რიცხვში შეცდომით ითვლებიან როგორც მაგ., es ist Karl, es ist vollendet და მისთანანი, მაშინ ნამდვილ impersonalia-დ ე. წ. მეტეოროლოგიური წინადადებანი უნდა ჩაითვალონ-ო“ ამბობს ვუნდტი.
მართალია ვუნდტი თუ არა, ეს სულ ერთია: ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ არც ერთი წინადადება არ არის მეტყველი დედამიწის ზურგზე იმპერსონალური ფორმით ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც ე. წ. მეტეოროლოგიური წინადადებანი.
სრულიად ბუნებრივად ისმის ამიტომ საკითხი: რა აქვს მეტეოროლოგიურ მოვლენებს ისეთი, რომ ყოველი ენა იძულებული ხდება, იგინი იმპერსონალური წინადადების სამოსელში გაახვიოს, მაშინ როდესაც სხვა მოვლენათა მიმართ ერთ ენას რომ პირის დასახელება ეხერხება, მეორე ამ მხრივ სრულ უძლურებას იჩენს? ამ ფაქტს სიმპტომატური მნიშვნელობა აქვს, და მეთოდოლოგიურად ე. წ. impersonalia-თა ფსიქოლოგიური ბუნების გამოსარკვევად მისი ღირებულება ყოველ ეჭვს გარეშეა. ჩვენც აქედან უნდა დავიწყოთ, და როდესაც მეტეოროლოგიურ წინადადებათა თავისებური ფსიქოლოგიური შინაარსი გამოირკვევა, შეიძლება ამით ყოველგვარი impersonale-ს ბუნებასაც საბოლოო ნათელი მოეფინოს.
„წვიმს“, „თოვს“, „ელავს“, „ჭექავს“ და სხვა ამისდაგვარი, როგორც ცნობილია, იმპერსონალურს ან, ჰეიზეს თქმით, უსუბიექტო წინადადებად ითვლება....
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.