მახასიათებლები
- სათაური: ზოგადი ფსიქოლოგია (ტომი II)
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 240
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2292
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მნემური პროცესების ფსიქოლოგია
- აზროვნების ფსიქოლოგია
- ყურადღების ფსიქოლოგია
- წარმოსახვის ფსიქოლოგია
გადაფურცვლა
სარჩევი
მნემური პროცესების ფსიქოლოგია
აზროვნების ფსიქოლოგია
ყურადღების ფსიქოლოგია
წარმოსახვის ფსიქოლოგია
მნემური პროცესების ფსიქოლოგია
მნემური პროცესის უმარტივესი ფორმები
1. მნემე
ცნობილია, რომ ზოგიერთი მცენარის, მაგალითად, მიმოზის ან აკაციის ზოგიერთი ჯიშის ფოთლები ღამით იხურება და დილით კვლავ იშლება. ეს გაშლისა და დახურვის მოძრაობები ზუსტი პერიოდულობით ცვლიან ერთმანეთს - ყოველ თორმეტ საათში ერთხელ. იბადება საკითხი: შეიძლება თუ არა ამ რითმის შეცვლა? შეიძლება თუ არა, მაგალითად, აკაცია სხვა რითმს “მიაჩვიო“? ვთქვათ, 18 საათს რომ გაშლილი იყოს და 6-ს დახურული, ანდა, პირიქით? მოვაწყოთ საგანგებოდ ისე, რომ აკაცია განმეორებით 18 საათის განმავლობაში სინათლეში იყოს და 6 საათის განმავლობაში სიბნელეში. ამით, ბოლოსდაბოლოს, ისეთ მდგომარეობას მივაღწევთ, რომ აკაცია ერთხანს დღე-ღამის ნორმალური ცვლილებების პირობებშიც თავის ახლად შეძენილ რითმს დაიცავს: მხოლოდ 6 საათი იქნება დახურული და თვრამეტი გაშლილი (ჰფეფერი).
რას ამტკიცებს ეს ფაქტი? იმის გამო რომ აკაციაზე, განმეორებით, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივად ამოქმედებდნენ სინათლეს, მან თავისი ჩვეულებრივი რითმი დაკარგა და ახალი შეიძინა. ეს რომ არ ყოფილიყო, რასაკვირველია, მას თავისი ბუნებრივი რითმი შერჩებოდა. უეჭველია, ამ შემთხვევაში უკვალოდ არ დაკარგულა ჩვენი მცენარისთვის წარსული: მისი ეხლანდელი რითმი ამ წარსულის გავლენის შედეგია. მაგრამ წარსულის შენახვას, აწმყოზე მის გავლენას, საზოგადოდ, “მეხსიერება“ ეწოდება, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცენარეს “მეხსიერება“ აქვს.
გამოკვლევათა მთელი რიგის შედეგად ცნობილია, რომ რაგინდ მარტივიც უნდა იყოს ცოცხალი არსება, აკაციის მსგავსი ეფექტი ყველგან შეგვიძლია მივიღოთ. ცნობილ ფიზიოლოგს ევალდ ჰერინგს სწორედ ასეთი ფაქტები ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მან “მეხსიერება ორგანიზებული მატერიის საერთო ფუნქციად“ გამოაცხადა(1870). და მართლაც,...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.