მახასიათებლები
- სათაური: რვეულებიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1865
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დიმიტრი უზნაძე - რვეულებიდან
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
1. II. 1944 წ. ავტომატიზმის შესახებ
ფსიქოპათოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია ე. წ. ფსიქიკური ავტომატიზმები. მაგალ., ეპილეპტიკის ფუგები. ეპილეპტიკი ხანგრძლივ მოგზაურობას ასრულებს ბინდისებური ცნობიერების მდგომარეობაში. რასა კვირველია, მთელი ეს ქცევა სრულიად მიზანშეწონილად, ყოველ შემთხვევაში სავსებით მოწესრიგებულად მიმდინარეობს, რაც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა, რომ იგი შესრულების პროცესში ცნობიერების ფარგლებს გარეშე დარჩენილიყო: არა, მთელი ეს ქცევა სავსებით ცნობიერია. მაგრამ მისთვის ისაა დამახასიათებელი, რომ იგი: 1. სრულიად არ ეთანხმება ავადმყოფის ნორმალურ მიზანდასახულებებს - ნორმალურ მდგომარეობაში იგი ასეთ მოგზაურობას სიგიჟედ ჩათვლიდა; 2. მას სრული ამნეზია ახასიათებს.
არსებულ თეორიებს ძალიან უჭირთ ამ „ავტომატიზმების“ ახსნა (უნდა იქნეს ეს ნაჩვენები ყველა მთავარი თეორიების მიმართ). მთავარი მიზეზი ისაა, რომ არც ერთი არსებული თეორია ანგარიშს არ უწევს იმ ფაქტს, რომ ფსიქიკის მუშაობა ორ პლანზე ხდება და ამათი ურთიერთში არევა არ შეიძლება (იხ. ჩემი „ყურადღება“). სწორედ ეს ფაქტია, რომ შუქს ფენს ავტომატიზმის ორივე ზემოაღნიშნულ თავისებურებას. განსაკუთრებით საინტერესოა ამნეზიის ფაქტი ამ კონტექსტში. რა გვამახსოვრდება და რა არ გვახსოვს თითქმის სრულიად? ის, რაც ისეა განცდილი, რომ ობიექტივირებული არ ყოფილა, განცდა (აღქმა) ობიექტივაციის გარეშე მეხსიერებაში არ რჩება. გვამახსოვრდება...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.