ითვლება, რომ სოფოკლეს ტრაგედიათა შორის "აიასი" უადრესია. „აიასი“ მოგვითხრობს გმირთა ეპოქის უდიდეს აქაველ გმირზე, რომელიც ძლიერებითა თუ კეთილსახოვნებით მხოლოდ აქილევსს ჩამოუვარდება. ტრაგედიაში მრავლისმომცველი და მარად აქტუალური პრობლემებია ასახული, სოფოკლეს პოეტურმა გენიამ კი აიასის თვითმკვლელობა მსოფიოს ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად აქცია.
სოფოკლე (497-406 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ტრაგიკოსი, ყველაზე ცნობილი დიდი სამეულიდან (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე). არის 120-ზე მეტი პიესის ავტორი.