წიგნი „ანარქიზმის ანბანი“ უაღრესად მარტივი ენით არის დაწერილი, ის მიჩნეულია ანარქისტული ლიტერატურის კლასიკად თუმცა მისი პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, წიგნი მიუხედავად მისი პირველი გამოცემიდან თითქმის 100 წლის გასვლისა კვლავ რჩება ანარქიზმის იდეების ერთ-ერთ საუკეთესო შესავლად, რომელიც კი დაწერილა ამ თემაზე კომუნისტ-ანარქისტის თვალსაზრისით ინგლისურ ენაზე. მისი ავტორი უბრალოდ თეორეტიკოსი და „ინტელექტუალი“ კი არ იყო, არამედ მებრძოლი აქტივისტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
ალექსანდრე ბერკმანი (1870-1936) – XX საუკუნის დასაწყისში ანარქისტული მოძრაობის წამყვანი წევრი, ცნობილი როგორც თავისი პოლიტიკური აქტივიზმით, ანარქისტული იდეებითა და მწერლობით.