მახასიათებლები
- სათაური: არასოდეს დანებდე
- ISBN კოდი: 9789941864292
- ავტორი: დონალდ ტრამპი
- გამომცემელი: Pega
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 154
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 139
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
დონალდ ტრამპი
არასოდეს დანებდე!
როგორ გადაიქცა ყველაზე დიდი სირთულეები წარმატებად
გამომცემლობა „პეგა“
2024
დონალდ ტრამპი - „არასოდეს დანებდე!“. გამომცემლობა „პეგა“, თბილისი, 2024, 154 გვ.
ბიზნესში თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე დონალდ ტრამპს ჰქონდა დიდი წარმატებებიც და დიდი ჩავარდნებიც. ამ წიგნში ტრამპი მოგვითხრობს თავის დიდ წარუმატებლობებზე და სირთულეებზე და გვიზიარებს პრინციპებს, რომელთა დახმარებითაც მან შეძლო მათი დაძლევა.
ამ პრინციპების გამოყენებით თქვენ შეძლებთ მონახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან კარიერასა და ბიზნესში.
რედაქტორი: აკადემიკოსი თამაზ თურმანიძე
მთარგმნელი: ნინა თურმანიძე
© საავტორო უფლებები დაცულია
ISBN 978-9941-8-6429-2
შესავალი
რა ხდება ჩემს თავში, როდესაც მესმის
სიტყვა „არა“
ეს წიგნი იმაზეა, რაც ჩემი გულისთვისაა ძვირფასი და ახლო, სახელდობრ კი პრინციპი „არასოდეს დანებდე“. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ბევრ სფეროში და ეს პრინციპი ყურმოკვრით არ ვიცი. მე უკვე რამდენიმე წიგნი დავწერე და ახლა ამ წიგნზე იმისთვის როდი ვმუშაობ, რომ ფული ვაკეთო. უბრალოდ ძალიან მინდა ეს პრინციპი თქვენ გაგიზიაროთ.
პირველად მოვისმინე ხმამაღალი „არა“, როცა 1970-იან წლებში ჩემი პირველი პროექტები დავიწყე მანჰეტენში, და ყველა ერთხმად მიმტკიცებდა, რომ ეს ყველაზე არახელსაყრელი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისთვის. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მყარად იდგნენ ფეხზე, ამ აზრს იზიარებდნენ. და ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, წმინდა წყლის სიმართლე იყო. უძრავი ქონების ბაზარი მართლაც დიდ კრიზისს განიცდიდა, და ამას არავინ უარყოფდა. უფრო მეტიც, დადიოდა ხმები, რომ ნიუ-იორკი შეიძლება ბანკროტად გამოცხადებულიყო. ფედერალურმა მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა საბინაო სუბსიდიებზე. იქამდე ქალაქი ბევრ ფულს იღებდა, და უცბად...