მახასიათებლები
- სათაური: აზროვნების ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 69
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2935
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
აზროვნება
1. აღქმა და აზროვნება
შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა და აზროვნება შემეცნების პროცესებს წარმოადგენენ, მაშასადამე, თითოეული მათგანი სინამდვილის ასახვის მიზანს ემსახურება, და ამდენად მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის. განსხვავება შეიძლება მხოლოდ იმას ეხებოდეს, თუ სინამდვილის რა მხარეს ასახავს თითოეული მათგანი. ჩვეულებრივ, აღინიშნება, რომ შეგრძნება და აღქმა აქტუალური საგნებისა, მოვლენებისა და მათი თვისებების უშუალო ასახვას იძლევა; ხოლო წარმოდგენა ამავე მიზანს არა აქტუალურის, არამედ წარსულში მოქმედი ობიექტების მიმართ ემსახურება. მაშასადამე, იგულისხმება, რომ სამივე ეს ფუნქცია შინაარსეულად არსებითად ერთსადაიმავე საქმეს აკეთებს. საგანთა, მოვლენათა და მათ თვისებათა უშუალო ასახვის შესაძლებლობას იძლევა.
მაგრამ სინამდვილე ხომ მარტო საგნებითა და მოვლენებით არ ამოიწურება! იგი ამ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულს მრავალფეროვან კავშირებს, დამოკიდებულებებს, მიმართებებსაც შეიცავს. და უდაოა, რომ უკანასკნელთა ასახვის გარეშე სინამდვილის სწორი და სრული შემეცნების შესახებ ლაპარაკი უსაფუძვლო იქნებოდა. და აი, ამ ამოცანას, ესე იგი, მიმართებათა ასახვას, ჩვეულებრივ, აზროვნებას აკისრებენ. მისი ჩვეულებრივი განსაზღვრა ამისდა მიხედვით ასეთია: აზროვნება ობიექტური სამყაროს კავშირებისა და მიმართებების, ხოლო აღქმა საგნებისა და პროცესების ასახვას წარმოადგენსო.
მაგრამ აღქმისა და აზროვნების ასეთი გათიშვა გაუმართლებელია. არაა სწორი, თითქოს ცოცხალ არსებას საგანთა ასასახავად ერთი ფუნქცია ჰქონდეს მიცემული, ხოლო მათ შორის არსებულ მიმართებათა ასასახავად - მეორე. მართალია, აზროვნება ადამიანის სპეციფიკურ თავისებურებად ითვლება, მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუდამ ვაზროვნებდეთ. ხშირია შემთხვევები, რომ ჩვენი ქცევა აზროვნების მონაწილეობის გარეშეც მიმდინარეობს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ასეთი შემთხვევებით. იქ, სადაც ჩვენ ჩვეულებრივი ამოცანების გადაჭრასთან გვაქვს საქმე, აზროვნება...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.