„ბავშვი ნანგრევებიდან“ რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული... სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ოჯახს გაქცევა უწევს და ბევრ სირთულეს აწყდება...
მეხტილდ ბორმანი (Mechtild Borrmann) დაიბადა 1960 წელს კიოლნში, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბილეფენდში. ძირითადად დეტექტიურ რომანებს წერს. მისმა რომანმა „ვინც დუმილს არღვევს“ 2012 წელს საუკეთესო გერმანული დეტექტიური რომანისათვის დაწესებული ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მეხტილდ ბორმანი პირველი გერმანელი ავტორია, რომელიც რომანისთვის „მევიოლინე“ ფრანგული ჟურნალ „ელის“ პრესტიჟული პრემიის – „Grand Prix des Lectrices“-ის – ლაურეატი გახდა.