ანტიკური მწერლობის ისტორია მოიცავს ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებზე ძვ.წ.ა. IX-VIII საუკუნეებიდან ახ.წ.ა. V-VI საუკუნეთა მიჯნამდე შექმნილ ლიტერატურას, რომელიც ეფუძნება წინაქრისტიანულ საბერძნეთსა და რომში ჩამოყალიბებულ კულტურულ ღირებულებებს, მსოფლაღქმის პრინციპებს.
რისმაგ გორდეზიანი (დ. 9 ივნისი, 1940, თბილისი) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი.